რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 11 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად კრწანისის ველზე დაესწრო კრწანისის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობას და პანაშვიდს. მსახურებას ატარებდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 10 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისიდან მოკლე ბარათით შეატყობინა მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, რომ საქმეების გამო საგურამოში ვერ ადიოდა და სთავაზობდა კვირას ეკიპაჟით თბილისში ჩასვლას, რათა ორშაბათს ერთად დასწრებოდნენ კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანაშვიდს.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 8 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ პარასკევს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პანაშვიდი იყო, გაზეთის ნომერი უნდა მოემზადებინა, ამიტომ საგურამოში ვეღარ ავიდოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ცხენების დაკარგვის გამო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ მისი არქეოლოგიური მოგზაურობის ანგარიშის ბეჭდვას იწყებდა. ხახანაშვილმა ანასტასია წერეთელს მოიკითხვა შეუთვალა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს სთხოვა, სტუდენტთა მიერ შედგენილი ეთნოგრაფიული პროგრამა „კვალში“ დაებეჭდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო უორდროპებს ვეღარ ესტუმრა, ამიტომ მათთან მისვლას შობისთვის გეგმავდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ეთნოგრაფიულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ნოველების თარგმნას აპირებდნენ. ხახანაშვილმა წერეთელს სთხოვა, მისთვის თხზულებათა კრებული გაეგზავნა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტამბურად დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა მხატვარ მოსე თოიძის მიერ შექმნილი ილია ჭავჭავაძის პორტრეტი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის სექტემბერში, ფინანსთა მინისტრის განკარგულების თანახმად, იაკობ ფანცხავას ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობა შესთავაზეს ქალაქ პერმში.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ უარი თქვა ფინანსთა მინისტრის, სერგეი ვიტეს შემოთავაზებაზე, გადასულიყო ქალაქ პერმში იქაური ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქტორი გიორგი წერეთელი სექტემბერსა და ოქტომბერში ჩამოვიდა თბილისში, ოქტომბრის შემდეგ კი აღარ ჩამოსულა.
1895
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ბოდიში მოუხადა პროფესორ ჰუგო შუხარდტს, იმის გამო, რომ 1895 წლის აგვისტოში გამოგზავნილი წიგნები ქართულმა ფოსტამ ფრანგული ენის უცოდინრობის გამო უკან დაუბრუნა.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავა სტატიების რედაქტორად მიიწვიეს გაზეთ „კვალში“.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის აგვისტოში გაზეთ „კვალში“ სამუშაოდ მისულ იაკობ ფანცხავას დაევალა გაზეთის კორექტირება, კორესპონდენციების გადაკითხვა და შესწორება.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალში“ მიწვეული იაკობ ფანცხავა ხელფასის სახით ყოველთვიურად ოც მანეთს იღებდა.

