რეგისტრირებული ფაქტები90205
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს შერვაშიძე ყაზახებთან ერთად დაეწია ქურდებს, რომლებმაც დაგვაში ებრაელი კაცი გაქურდეს და თან წაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თევდორე ჟორდანიამ სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3. 55 მანეთის წიგნები შესწირა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მიხეილ დავითის ძე წულუკიძე და ალექსანდრე გრიცი სადაზღვევო აგენტები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე მაჩაბელმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 1. 60 მანეთის წიგნები შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გიორგი ქართველიშვილმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 13. 60 მანეთის წიგნები შესწირა, ვალერიან გუნიამ – 4. 50-ის, ივანე როსტომაშვილმა – 2. 90-ის, არჩილ დარეჯანაშვილმა – 60 კაპიკის, არისტო ქუთათელაძემ – 80 კაპიკის, იერემია გულისაშვილმა – მანეთის და ვასილ კარბელაშვილმა – 2. 25 მანეთისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მღვდელმა გევორქ გალუსტიანმა 10 000 მანეთად ღირებული თავისი სახლი ვანქის ტაძარს შესწირა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მიტარევსკი ტარასი მამალაძის ნაცვლად გორის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თამამშოვის ქარვასლაში ნ. ა. ხოჯაევს სამანუფაქტურო საქონლის მაღაზია ჰქონდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე განჯის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი მელიტონ ჭიჭინაძე განჯის სახელოსნო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თბილისის საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე პავლეს ძე პავლოვსკი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პავლე ვასილის ძე პაპოვმა გადაწყვიტა, ოძისის სამეურნეო სკოლისათვის მშენებლობის დასრულების შემდეგ თავისი ახალგორის მამული გადაეცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვასილ რატიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას XVII საუკუნის ქართული ასოებით ჩაწერილი იტალიურ-ოსმალური ლექსიკონი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სათავადაზნაურო ქარვასლის 24-ე მაღაზიაში ონისიმე დავითის ძე სალაყაია ევროპული სტილის ტანსაცმელს კერავდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქვთიმე თაყაიშვილმა და მოსე ჯანაშვილმა გამოიკვლიეს XVII საუკუნის ქართული ასოებით ჩაწერილი იტალიურ-ოსმალური ლექსიკონი.

