საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იანი წლებიდან კონსტანტინე ნიკოლაძე სტატიებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მოამბეში“, „ნიშადურში“, „საქართველოში“ და სხვა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იანი წლებიდან კონსტანტინე ნიკოლაძემ თარგმნა პუშკინის, ნეკრასოვისა და დიკენსის ნაწარმოებები.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდა ოცი მანეთის ოდენობით.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს „ჯეჯილში" დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის „მოგონება“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს შიო არაგვისპირელის რედაქციებში დარიგებული ორი თხზულება კი დაიკარგა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის „ივერიის“ №227-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ალექსანდრე ყაზბეგი სტამბებში − მისი განუწყვეტელი მუშაობისა და მისი ავტორობის შესახებ“.

1890

ტიპი: თანამდებობა

ექიმი იაკობ ბარდახი, რომელმაც 1890-იან წლებში ოდესაში არაერთ ქართველს უმკურნალა, შემდეგ პროფესორი-ბაქტერიოლოგი გახდა.

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში ივანე ლუზინი ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში ივანე ლუზინი ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხვის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890-იან წლებში ივანე ლუზინი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი გახდა.

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში ივანე ლუზინი ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890-იანი წლების ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის დრამა „გაქსუებული“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890-იანი წლების ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის კომედია „სიკვდილი და სიცოცხლე“.

1890

ტიპი: სახელი

1890-იან წლებში შიო არაგვისპირელს არ სურდა ვინაობის გამომჟღავნება და ძალიან ეწყინა, როცა ერთ სტატიაში მისი გვარი ფსევდონიმ არაგვისპირელს დაუკავშირეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში თედო სახოკიას არ სურდა თავისი ვინაობის გამომჟღავნება და გულუბრყვილოდ ეგონა, რომ მუდმივად ასე იქნებოდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს ვარშავაში გამგზავრებისას თავდაპირველად შიო არაგვისპირელი გემით ოდესაში წავიდა და მგზავრობისას ზღვამ იმდენად მოაჯადოვა, რომ საშინელი ღელვის დროსაც კი არ შორდებოდა გემბანს.

1890

ტიპი: ღონისძიება

ზღვაში გასვლა შიო არაგვისპირელის ოცნება იყო ახალგაზრდობაში და როცა 1890 წელს გემით ოდესაში გაემგზავრა, დღედაღამ ბაქანს არ შორდებოდა, თვალს ვერ წყვეტდა ზღვას.

1890

ტიპი: განათლება

1900-იან წლებში შიო არაგვისპირელმა უკვე კარგად იცოდა უცხო ენები.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს დაიწყო სიმონ ქვარიანის სამწერლო მოღვაწეობა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლიდან სიმონ ქვარიანი იყო მწერალი.

1890

ტიპი: სახელი

1890 წლიდან სალიტერატურო მოღვაწეობის დასრულებამდე სიმონ ქვარიანს არ გააჩნდა ლიტერატურული ფსევდონიმი.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლიდან სიმონ ქვარიანი იყო პროზაიკოსი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი წერდა და აქვეყნებდა ნაწარმოებებს ქართულად.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს თევდორე კიკვაძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.