რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია წინარეხის სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობის უპასუხისმგებლოდ შესრულების შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ხელახლა გამოცემის შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაირკვა, რომ ელისაბედ ივანეს ასული ბარათაშვილის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ყულარის მამული ვალში იყო გაყიდული.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკო ზებედეს ძე ცხვედაძეს დაავალეს მოლაპარაკების წარმოება გრიგოლ იოსების ძე ვოლსკისთან ბათუმის სკოლის შენობის რემონტთან დაკავშირებით.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის დეკემბერში გიორგი წერეთელმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ ოლივერ და თომას უორდროპები დღესასწაულებზე გურიაში მიდიოდნენ ხალხის ადათები შესასწავლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის დეკემბერში ანასტასია წერეთელმა აკაკი წერეთელს ნათესავების მიერ მიწერილი წერილები გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ტელეგრამებს მის მაგივრად პასუხობდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძეს „ივერიის“ რედაქციაში რჩევის მისაღებად მიაკითხეს თბილისის სემინარიის მოსწავლეთა აჯანყების მონაწილეებმა და გააცნეს პეტიცია. ილიამ წაიკითხა მოთხოვნები და ახალგაზრდებს ურჩია, პოლიციისა და ჟანდარმერიისთვის გაფიცვის პოლიტიზირების საბაბი არ მიეცათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22-24 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო მთავარმართებლის საბჭოს სხდომებში, რომლებზეც სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად თანხების მოზიდვის საკითხი განიხილეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 24 ოქტომბრამდე ილია ჭავჭავაძე ლევან ჯანდიერთან, ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან, დავით მიქელაძესთან გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად იყო საღოლაშენში, სარდიონ ამირეჯიბისა და მაკინე ავალიშვილის ოჯახში და ავტოგრაფი დატოვა მათი ცნობილი სუფრის შუაგულში. ამ სუფრას ოჯახის ყველა საპატიო სტუმარი აწერდა ხელს და ამირეჯიბთა ქალიშვილები ფერადი ნართით ქარგავდნენ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 24 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს სოფელ წვერის მემამულეების, აბელ და იულია კალატოზიშვილების ოჯახში. მასთან ერთად იყვნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, პეტრე და მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკები და სხვ. შეხვედრის დროს ილიამ სინდისის შესახებ ისაუბრა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22 ოქტომბერს მართა ზაქარიას ასულ ჭავჭავაძისას დახმარებით დასრულდა კავკავის სასწავლებლის მშენებლობა, რაც სამზრუნველო კომიტეტს 6790.37 მანეთი დაუჯდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22 ოქტომბერს დასრულებულ კავკავის სასწავლებლის მშენებლობას ს. დ. ყაზბეგი ხელმძღვანელობდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის სტატია „თ. ი. მაჩაბლის წამების ამბავი“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 15 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე სტუმრად იყო ქვიშხეთში ლუარსაბ ყიფიანთან და მისი ქალიშვილის, სოფიო ყიფიანისა და პეტრე მაჭავარიანის ქორწილს დაესწრო. ილიასთან ერთად იყვნენ გიორგი ჟურული, გრიგოლ ყიფშიძე და სხვ.

