საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80133

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 15 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 მაისიდან ალექსანდრე საყვარელიძე დანიშნეს სიღნაღის სასამართლოს განყოფილების მდივნის ხელქვეითად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 მაისიდან 1887 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩვიდმეტი კრება ჩაატარა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.

პირები
წყარო

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 14 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ურთიერთობა ინგლის-საფრანგეთთან“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 მაისს ქუთაისში ნ. მალიშევის მამულების სამმართველოში ლუხვანის ტყიდან გამოტანილი ბზის ვაჭრობა გაიმართებოდა. ვაჭრობის მსურველებს წერილის სახით უნდა გაეგზავნათ თავისი პირობები სამმართველოში.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფსევდონიმი ნ. ურბნელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფელეტონი „სატყეო საქმე ჩვენში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის კრების გამო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის სამმოქმედებიან კომედიას „აღმზრდელებს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ვოდევილს „პარიკმახერისას“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 10 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის კრების გამო“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით მახვილაძე თელავის შეერთებული ფოსტისა და ტელეგრაფის კანტორის უფროსად დანიშნეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მაისს ბათუმის ოლქის სოფელ ქედას მცხოვრები აბდულ ეფენდი მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდნენ ქართული საკითხავი წიგნებით, რადგან კითხვისა და სწავლის სურვილი ჰქონდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძეს სოფელ გოჩაჯიხაიშის საზოგადოებამ სკოლის მზრუნველობა შესთავაზა, რაზედაც უარი ვერ თქვა და დასთანხმდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძემ სოფ. გოჩაჯიხაიშის სკოლას ძვირფასი ხის ავეჯი, წიგნები და ხუთი თუმანი შესწირა და მომავალშიც დაჰპირდა დახმარებას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძე ქუთაისის სამაზრო სკოლების დირექტორს ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკის მოელაპარაკა და გადალახა ყველანაირი დაბრკოლება სოფელ გოჩაჯიხაიშში სკოლის დასაარსებლად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. მ. ცაგარეიშვილი იყო გოჩაჯიხაიშის სასოფლო სკოლის მასწავლებელი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ და ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძეები ძმები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძე თბილისის გუბერნიაში მსახურობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. ი. ალშიბაია 9 წელი მსახურობდა ქუთაისის მაზრაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გოჩაჯიხაიშის სოფლის სკოლა გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძეების დიდი ძალისხმევისა და შრომის დამსახურებით გაიხსნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის მაზრის მმართველი იყო კ. ი. ალშიბაია.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორი იყო ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგი ძე ვახრამოვი იყო ფოთის ქალაქისთავი.