საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს გაიმართა განყოფილების კრება. კრებას დაესწრო 13 წევრი, მესამედი მთლიანი წევრების რაოდენობიდან. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგის, ნიკო სიმონის ძე ჯანაშიას წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო, 360 მანეთი კი ბინის ქირისთვის ეძლეოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს საგურამოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლა გაიხსნა, რომელიც ილიასეულ სასახლეში იყო მოთავსებული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლა (მასწავლებლები: ნიკო სიმონის ძე ჯანაშია და ნოე ალმასხანის ძე ქურიძე) 16-მა მოსწავლემ დაასრულა, რომელთაგანაც 2-მა რეალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა, 2-მა – ქალთა გიმნაზიაში, 5-მა – პირველდაწყებით უმაღლეს სასწავლებელში, 5-მა – ორკლასიან სამრევლო სასწავლებელში და 2-მაც – საპროფესიო განყოფილებაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მამია ხუხუნაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სასტიპენდიო ვალი – 376. 85 მანეთი დაუბრუნა, ნინო ციციშვილმა – 750, პავლე დადვაძემ – 3000 და სვიმონ ფიცხელაურმა – 1000.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების მიხედვით, 1919 წელს გამგეობამ 50 სხდომა გამართა და 453 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს კონსტანტინე სეხნიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლის პედაგოგი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოებამ საგურამოს სკოლაზე (მასწავლებელი – კონსტანტინე სეხნიაშვილი) 1036.66 მანეთი დახარჯა.

1896

ტიპი: თანამდებობა

სოლომონ ჩიტაძე იყო საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის ქართული განყოფილების სეკრეტარი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს სერგო იაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, კირილე იესეს ძე ნინიძე, ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშიდან აწყურის სკოლას 1500 მანეთი მიეცა, რუსთაველის სახელობის სკოლას – 1020.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების თბილისის განყოფილებას 2000 წევრი ჰყავდა, ქუთაისისას – 394, ჭიათურისას – 20, სენაკისას – 191, ხონისას – 73, ფოთისას 75, ბორჯომისას – 154, ლანჩხუთისას – 77, ცხინვალისას – 60 და ვეჯინისას – 10.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავისთვის წიგნების შესაძენად 27629. 50 მანეთი დაიხარჯა, თანამშრომლების ხელფასებისა და დახმარებისთვის – 143180.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის 1920 წლის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლა ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გადასცემოდა, მაგრამ სკოლა თუ არსებობას შეწყვეტდა, ან პროგრამა შეიცვლებოდა, სკოლის ქონება ისევ საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის ძეგლის კურთხევას გამგეობის წევრი გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული დაესწრებოდა.

1913

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) შეტყობინების თანახმად, 1913 წლის სექტემბერში 100 ბავშვზე მეტი იყო კავკავის ქართულ სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სკოლამ მხოლოდ 64 მოსწავლის მიღება შეძლო.