რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო მაღალაშვილი სწავლობდა კადეტთა კორპუსში და რადგან კარგი ხმა ჰქონდა, პროფესორ ევგენი რიადნოვის სტიპენდიით შინ ემზადებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ქუთაისში წარმოადგინა პიესა „ცქრიალა" ვალერიან გუნიას, სვიმონ სვიმონიძისა და კონსტანტინე შათირიშვილის მონაწილეობით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ქუთაისში წარმოადგინა პიესა "ცქრიალა", რომელშიც ვალერიან გუნია, სვიმონ სვიმონიძე და კონსტანტინე შათირიშვილი მონაწილეობდნენ.
2024
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრად და მოურავის მოადგილედ ნამუშევარ ა. ა. ივანენკოს ქალაქის მოურავობაზე კენჭისყრა სურდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა პიესა „ცქრიალა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარელისა, ნ. გამყრელიძისა, ალ. კარგარეთელი და ოლ. ლეჟავა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს ქართულმა დრამატული საზოგადოების დასმა ქუთაისში წარმოადგინა პიესა „ცქრიალა" ნ. რიონელის (კ.მესხი), შ. როსტომიანის, დ. აწყურელის, ვიქტორ გამყრელიძისა და გედევან გედევანოვის მონაწილეობით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 დეკემბერს თბილისის თეატრში ქუთაისის დედათა უფასო სკოლის სასარგებლოდ დაინიშნა რუსული წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებით. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ: ვ. ალექსი-მესხიშვილი, ტასო აბაშიძე, ეფემია მესხი, მ. ქორიძე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, 150 კაცი დადიოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ მოზარდი ქალებისთვის ხელსაქმის სასწავლებელის ცალკე განყოფილება გახსნა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის დეკემბერში კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორი ვ. ო. ტროფიმოვი პეტერბურგში გაემგზავრა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში ხმოსნებმა ჩაატარეს კერძო კრება, რომელზეც ქალაქის მოურავობის კანდიდატი აირჩიეს. კრებაზე კონსტანტინე ალიხანოვმა უარი თქვა მოურავობის კანდიდატად მის დასახელებაზე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში ხმოსნებმა ჩაატარეს კერძო კრება, რომელზეც ქალაქის მოურავობის კანდიდატებად ა. მ. არღუთინსკი – დოლგორუკოვი, ნ. ვ. არღუთინსკი – დოლგორუკოვი და ქრ. ვერმიშევი დაასახელეს.