რეგისტრირებული ფაქტები89492
სორტირება თარიღი კლებადობით
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წელს მიშა თუშმალიშვილი, ბესო მაისურაძე, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ვანო მაისურაძე და სხვ. ავლაბარის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ავლაბარში გიორგი ელისოვის, გიორგი მურმანიშვილის და დათიკო ხოსროევის მეთაურობით ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა ამხანაგობა, რომელიც მალე დაიშალა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წელს მაკარ ჯანელიძე ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის გამო გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობიდან გადადგა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს თბილისში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია შეუერთდა ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ჯგუფს, რომელიც ქალაქის განაპირა უბნებში სახალხო წარმოდგენებს მართავდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს შიო დედაბრიშვილმა და ვარშავაში მცხოვრებმა უმაღლესი სასწავლებლის ქართველმა სტუდენტებმა შეადგინეს „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდება.
1891
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1891 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების პერიოდში დუტუ მეგრელი ავად გახდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს, მას შემდეგ რაც დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო ვერ აიღო ოდესის უნივერსიტეტის დიპლომი, დედამისმა ურჩია, დიპლომზე ფიქრს შეშვებოდა.
1891
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი 1891 წელს სოფ. ქვაბულოში დაიბადა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ თედო კიკვაძე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ გომში გაგზავნა შავი ქვის კანტორის გამგედ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ფილიპე მახარძე და ნოე ჟორდანია სწავლის გასაგრძელებლად ვარშავაში გაემგზავრნენ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს გომის შავი ქვის განყოფილებაში თევდორე კიკვაძის მუშაობისას მისი საცხოვრებელი პირობები აუტანელი იყო, მაგრამ იმ დროისთვის უკიდურეს გაჭირვებაში მყოფს, სხვა გზა მას არ ჰქონდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს გომის შავი ქვის განყოფილებაში მუშაობისას თევდორე კიკვაძეს და შავი ქვის მიმღემ მწონელს ბინა სამიკიტნოს ერთ პატარა ოთახში ჰქონდათ, სადაც თვითონ მიმღები კანტორაც იყო განთავსებული.

