საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87089

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიღებული თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიშის მიხედვით საზოგადოებას სკოლების, ღარიბთა და ყმაწვილთა თავშესაფრებისა და სხვა საჭიროებისთვის 26 074 მანეთი და 99 კაპიკი დაუხარჯავს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას საანგარიშო წელიწადში სახარჯავად 41 625 მან. და 94 კაპიკი ჰქონდა გამოყოფილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში 1886 წლის 1-ელი ივნისიდან 1887 წლის 1-ელ ივნისამდე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ზუგდიდში 3 წლის წინ საზოგადოებამ ჯარისკაცთა სადგური შეიძინა, რომელიც ორკლასიანი სასწავლებლისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა 3 წელი ისე გავიდა, რომ რამდენჯერმე აზრი შეიცვალეს და შენობა უფუნქციოდ დარჩა. მაზრის ახალმა უფროსმა ზაბელინმა მოახერხა, რომ საზოგადოების პირველი გადაწყვეტილება განეხორციელებინა და ეს შენობა სასწავლებლისთვის გადაეცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს სამი ახალი ქართული წიგნი: ვასილ ბარნოვის „საკვირველი ხე“ და „პაპუნა“ და ასევე, „სარკე კაცის შინაგანი ცხოვრებისა“, მღვდელ-მონაზონ ბენედიქტეს მიერ შედგენილი სხვადასხვა ძველი ქართული წერილებიდან, რომელიც ათონის ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანემ გამოსცა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ექიმი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის სტატია „ცოფის აცრა პასტერისებურის მეთოდით“. ექიმი დაწვრილებით აცნობს მკითხველს, თუ რა არის ცოფი, რამდენად აზიანებს ის ადამიანის ორგანიზმს და განმარტავს, რას ნიშნავს პასტერისებური აცრის მეთოდი.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შაქრო კობიაშვილი აზნაური იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 აპრილს დუშეთში აზნაურმა შაქრო კობიაშვილმა ჩხუბის დროს ბიძაშვილი თოფით მოკლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი „ქართული სწორმეტყველება, სასინჯი სახელმძღვანელო“, რომელიც ავტორის დაუკითხავად გამომცემელ ზაქარია ჭიჭინაძეს გადაუკეთებია და ზოგი რამ გამოუტოვებია კიდეც, რაც არასწორი ქმედება იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“, დასასრული.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში უნდა დაებეჭდათ არჩილ მეფის ნაწერები, რომლის წინასიტყვაობა პოლიევქტო კვიცარიძემ შეადგინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გამგეობის ნებართვით ალექსანდრე ნებიერიძემ გაზეთ „თეატრის“ ბეჭდვა განაგრძო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ აპრილის დამლევს ან მაისის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში გაიმართებოდა ლატარეა-ალეგრი. მსურველებს შესაწირი ნივთი ოლღა ჭავჭავაძის ან საზოგადოების სახელზე უნდა გაეგზავნათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა ოზურგეთში, სადაც დაესწრო მე-3 მეთოფურთა დრუჟინის აღლუმს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგმა პოლიევქტო კვიცარიძემ ორნაწილიანი ქართული გრამატიკა შეადგინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგ პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი – „ეთიმოლოგია“ ზაქარია ჭიჭინაძემ დაბეჭდა. წიგნის ფასი 40 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძე ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-9 ნაწილში ანასტასია სტასენკომ დამბაჩით თავი მოიკლა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ბ. კარგარეთელმა საჩუქრად გადასცა ხელნაწერი „დავრიშიანი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ანა გაბაშვილმა საჩუქრად გადასცა ბესიკ გაბაშვილისა და პეტრე გიორგის ძე ლარაძის ხელნაწერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც თელავში მდებარე უფუნქციო სამკითხველო, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და საზოგადოების ერთიანი თანამშრომლობის შედეგად ისევ გაიხსნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“.