რეგისტრირებული ფაქტები89485
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძემ ქუთაისში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გამართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში ალექსანდრე სოლომონის ძე ჩოლოყაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში ოლგა ივანეს ასულ ერისთავისას გორში ქალთა პროგიმნაზიის სასარგებლოდ ლატარია-ალეგრი უნდა გაემართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის წიგნები მიიღო. წიგნი 204 ფურცლისგან შედგებოდა და 2 აბაზად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 მარტს ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოლობუევი ბოქაულის თანაშემწე იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ამირხანოვს ყალბი ფულის გაკეთება ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოდორე პეტრეს ძე ბელიაევმა ზემო ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარს 65 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე დავითაშვილმა ზემო ნიქოზის ტაძრის შესაკეთებლად რამდენიმე ადამიანს შემწეობა სთხოვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილმა ზემო ნიქოზის წმ. რაჟდენის სახელობის ტაძარს 10 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის პირველი ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში ორ აბაზად უნდა გაეყიდათ.

