რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით გამართულ კონცერტზე ვანო უსტიაშვილმა თავისი ლექსი „ჯარისკაცი“ ფანდურზე დაამღერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 თებერვალს ალექსანდრე მაისურაძემ თბილისის სახალხო სახლში სასიმღერო დილა გამართა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1909 წლებში შიო ქუჩუკაშვილი თბილისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიას განაგებდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ალექსის ძე რუხაძე თბილისში დასახლდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 თებერვალს თბილისის სახალხო სახლში ალექსანდრე მაისურაძის ლოტბარობით ქართული კონცერტი უნდა გამართულიყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის დრამატულ საზოგადოებაში ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად აირჩიეს: ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი, აკაკი ნესტორის ძე ფაღავა და ს. დ. კილაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ არმავირში გამართულ აკაკი წერეთლის საღამოზე დ. გურიელმა წმინდა ნინოს ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს თბილისის სახალხო სახლში ქართველ მგალობელ-მომღერალთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტი გამართა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 31 მაისს სოფ. მეჯვრისხევის მცხოვრები, კაპიტანი გ. გ. ჩუბინაშვილი ბრძოლის ველზე მძიმედ დაჭრილი დაიკარგა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო მაღალაშვილი სოფ. მეტეხში სასოფლო წარმოდგენებში მონაწილეობდა ხოლმე და გლეხებთან ერთად ხელს უწყობდა სოფლის სასცენო ხელოვნების აღორძინებას.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ლუკა თათეიშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ალექსანდრე აბაშელი ავად იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ურუშაძე ყვირილის კლუბის სამხატვრო ნაწილის გამგედ მიიწვიეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 4 ივლისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ შექმნილმა ხორბლის სალეწმა მანქანამ, საგარეჯოში მოწონება დაიმსახურა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრემ ვანო ბარველის, კაკაბაძის და სხვ. მონაწილეობით ვალერიან გუნიას კომედია „კვალ და კვალ“ წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 დეკემბერს გამართულ სასოფლო- სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეის მოხსენება დედაენის მნიშვნელობის შესახებ სამეურნეო ცოდნათა გავრცელების საქმეში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა სასოფლო- სამეურნეო საზოგადოების კრება, რომელსაც ი. ს. გოგებაშვილი, ნ. ზ. ცხვედაძე და სახალხო სკოლების ინსპექტორი კ. ი. პერევოზნიკოვი ესწრებოდნენ.