რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ოტიას ასული დადიანი-მდივანი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა ოტიას ასული დადიანი-ყიფიანი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 30 იანვარს ინჟინერ ივანე ოტიას ძე დადიანს ქაშვეთის წმ. გიორგის საყდრიდან გამოასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ოტიას ასული დადიანი-კოჩაკიძესი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 30 იანვარს ცენტრო-ბანკში, ქართულ-გერმანულ საზოგადოებაში კ. ჰაანი წაიკითხავდა მოხსენებას „სავაჭრო მიმოსვლის გზები ძველად საქართველოში“. დასწრება თავისუფალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა მოხსენება ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოადგილეთა დანიშვნის შესახებ. დადგინდა, მინისტრის მოადგილე სიმონ ლუკას ძე ავალიანი ერობათა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მოადგილეებად დაენიშნათ: იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია და იოსებ აარონის ძე ელიგულაშვილი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის იანვარში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ინჟინერი ივანე ოტიას ძე დადიანი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 29 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ივანე ოტიას ძე დადიანის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ოტიას ძე დადიანი ინჟინერ ივანე დადიანის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლუარსაბ ოტიას ძე დადიანი ინჟინერ ივანე დადიანის ძმა იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა სახალხო განათლების მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენება ამიერკავკასიის უნივერსიტეტის მოსამსახურეთათვის სალიკვიდაციო ჯილდოს მიცემისა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარალელური კურსების დაარსების შესახებ. დადგინდა, გაეღოთ საჭირო თანხები. მინისტრს მიეცა წინადადება, რომ დამფუძნებელ კრებაში შეეტანა სათანადო პროექტი.