საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93155

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავას სოფელში ვიზიტის შემდეგ ღამით მის ბიძაშვილ კალისტრატეს სოფლის მამასახლისმა, მისმა მწერალმა, ქუთაისის ბოქაულმა და ჟანდარმერიის ოფიცერმა მიაკითხეს დასაკითხად.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს კალისტრატე ფანცხავა იყო მღვდელი.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს იაკობ ფანცხავას თვალები აწუხებდა და ექიმ ტარსაიძესთან მკურნალობდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ერიდებოდა ნაცნობებთან ღამის გათევას და სასტუმროში ჩერდებოდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ იაკობ მედვედევს მის უწყებაში გაახსნევინეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობა. პეტერბურგიდან წამოსული ეს განკარგულება ემსახურებოდა ფილოქსერას კვლევა-ძიების გაძლიერება-გაღრმავებას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა მედვედევმა პეტერბურგიდან მიიღო წინადადება თავის უწყებაში ახალი თანამდებობის გახსნასთან დაკავშირებით − კერძოდ, ექსპერტის თანაშემწისა იმ რაიონებში, სადაც ფილოქსერას მაძიებელთა ჯგუფები მუშაობდნენ.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს გიორგი წერეთელი იყო საკვირაო გაზეთის „კვალი“ რედაქტორი.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1897 წლებში ილია ოდიშელიძე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს ტარას ვაშაკიძემ თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ტარას ვაშაკიძეს პროპორშჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ტარას ვაშაკიძემ დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს ალექსანდრე ერისთავმა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი დაასრულა პეტერბურგში.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვანო ღლონტი დაიბადა სოფ. მელექედურში 1895 წელს.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სტეფანე ახმეტელაშვილს მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება – პოდპორუჩიკი.

1895

ტიპი: განათლება

გიორგი ერისთავმა 1895 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პაჟთა კორპუსი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლიდან გიორგი ერისთავი ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის პოლკში მსახურობდა ვარშავის სამხედრო ოლქში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ალექსანდრე ქონიაშვილმა სამხედრო სამსახური დაიწყო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 15 დეკემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მისწერა, რომ შიო დედაბრიშვილმა და თედო სახოკიამ იოსებ ლაღიაშვილს კატორღაში გაუგზავნეს სახარება, რომლის ყდაში 400 მანეთი იყო დამალული.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მისწერა, რომ შიო დედაბრიშვილს და თედო სახოკიას 1891 წელს კავშირი ჰქონდათ იოსებ ლაღიაშვილთან.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 4 დეკემბერი“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 4 დეკემბერს ინგლისელი მწერალი მარჯორი უორდროპი დედასთან, მარგარტ კოლეტთან ერთად საქართველოს ეწვია.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 3 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 2 დეკემბერი“.