რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს საგარეჯოში დიმიტრი გულისაშვილის თაოსნობით წარმოადგინეს პიესა „მეზობლები“.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს მოცეკვავე ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძემ პარიზის გამოფენაზე ჯილდო მიიღო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ არმავირში გამართულ აკაკი წერეთლის საღამოზე წარმოადგინეს დავით აწყურელის ვოდევილი „ორი მშიერი“.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მარგარიტა ქილარჯიშვილი პირველად ვლადიმერ მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გამოვიდა სცენაზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს საგარეჯოში მსახიობ შაქრო საფაროვის მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „მეზობლები“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ნიკოლოზ ერისთავმა და გრიგოლ რობაქიძემ აკაკის ლექსები წაიკითხეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს თბილისში გაიმართა ნ. ა. გრედესკულის ლექცია „ევროპიისთან ომი“.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად დრამატულმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილი და ვლადიმერ ლევანის ძე გუნია აირჩია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სოფ. მერეთში ისაია ფურცელაძის თაოსნობით გამართულ სცენისმოყვარეთა უფასო წარმოდგენაში მონაწილეობდა ელისაბედ ჩერქეზიშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე პავლე ინგოროყვამ წაიკითხა ნაშრომი „აკაკი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გრიგოლ დიასამიძემ აკაკის დაუბეჭდავი ლექსები წაიკითხა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ქართველი ვაჭრები ფულს აგროვებდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ექვთიმე თაყაიშვილმა ისაუბრა პოეტის მოღვაწეობის ხანასა და მის ღვაწლზე.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.