საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92125

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე გაზეთ „კვალში“ სხვადასხვა ფსევდონიმით წერდა.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მესამე დასის წევრი გახდა.

1892

ტიპი: განათლება

1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანი ფრანგულ ენას სწავლობდა.

1892

ტიპი: განათლება

1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანი დამატებით სწავლობდა სპეციალურ საგნებს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანი თვითგანვითარებაზე და ცოდნის დაგროვებაზე იყო ორიენტირებული.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანმა საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული მევენახეობა-მეღვიენობის საფუძვლები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ეგნატე ნინოშვილის ინიციატივით საქართველოში შეიქმნა პირველი მარქსისტული ჯგუფი „მესამე დასი“ (მოსახლეობაში „ახალი თაობის“ სახელით ცნობილი).

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს თედო კიკვაძე შავი ქვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ჯოყოეთში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ეგნატე ნინოშვილი გომის შავი ქვის კანტორაში მსახურობდა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს გომის შავი ქვის განყოფილების გამგედ მსახურობდა ეგნატე ნინოშვილი.

1892

ტიპი: ღონისძიება

ეგნატე ნინოშვილი 1892 წელს გომის შავი ქვის განყოფილების გამგედ მუშაობისას ვერ ურიგდებოდა აუტანელ პირობებს და ამის შესახებ თედო სახოკიას ხშირად შესჩიოდა მიმოწერაში.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გორში იმყოფებოდა მაქსიმ გორკი, რომელმაც იქ მიღებულ შთაბეჭდილებას ნარკვევი „გორი“ მიუძღვნა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ლადო კეცხოველის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა წრემ გამოუშვა არალეგალური ჟურნალი „განთიადი“.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს ივანე ციციშვილმა დაასრულა იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს ალექსანდრე ერისთავმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაამთავრა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლიდან ალექსანდრე ერისთავი მე-20 ცხენოსანთა საარტილერიო ბატარეაში მსახურობდა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს დავით მაჭავარიანს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1913 წლებში კოტე აფხაზი ოფიცერთა ღირსების სასამართლოს წევრად იყო არჩეული.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლიდან იოსებ გედევანიშვილი რუსეთის საიმპერატორო ჯარში მსახურობდა.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა სამოქალაქო მრჩეველი, თერგის ოლქის გამიჯვნის საქმის გამგე გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 27 დეკემბერს დროებით შეწყდა ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა დროებით შეწყდა.