რეგისტრირებული ფაქტები89112
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისს ქალაქის ექიმმა ვერმიშოვმა და პოლიციის მოხელეებმა დაათვალიერეს ტრაქტირები, რესტორნები, დუქნები, ლუდხანები, საკონდიტრო მაღაზიები და სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებები, რათა დაედგინათ რამდენად ხარისხიან სანოვაგესა და ჭურჭელს იყენებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისს ექიმ ქანანოვის მეეტლემ ანდრია ბოლდივერმა გაუფრთხილებლობით ეტლის ქვეშ მოიქცია პატარა ბავშვი, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა, თავად ბოლდივერი კი პოლიციამ დააკავა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისს ბაგრატ ყასუმოვს თავს დაესხნენ მწყემსები ბეჟაშვილი და ძმანაშვილი, სცემეს მას და წაიღეს 123 მანეთი, რევოლვერი, ქამარი და ყაბალახი. პოლიციამ დამნაშავეები დააკავა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ბათუმის სკოლის პედაგოგი მოსე ნათაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში დიდი წვლილი შეიტანეს: ს. სურგულაძემ, პ. ღლონტმა და ანდრია ლოლუამ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში მაკრინე ღლონტის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა ღონისძიება. შემოსული თანხიდან 82 მანეთი გაუგზავნეს საზოგადოებას, ხოლო 75 მანეთი გადაეცა ბათუმის სკოლის სამზრუნველოს ხაზინადარ ზ. გედევანიშვილს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ხმოსანი ნ. ზ. თუმანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების არსებობის აუცილებლობის შესახებ ევანგულოვის მოსაზრებები არ იყო საკმარისი მთავრობისთვის, ამიტომ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა სამოსწავლო კომიტეტისთვის დაევალებინათ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ეპისკოპოსი ალექსანდრე წირვას აღავლენდა შიომღვიმის მონასტერში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე განაცხადეს, რომ ხმოსან გიორგი ევანგულოვის თხოვნა პარალელური კლასების შენარჩუნების შესახებ მთავრობამ შეიწყნარა და მათ შესანახად 400 თუმანი გადასცა, დანარჩენი 1700 მანეთი გიმნაზიას უნდა შეეგროვებინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკრინე ღლონტმა ბათუმში შეაგროვა 82 მანეთი, რომელიც თბილისში დაგეგმილი ლატარეა-ალეგრის გასამართავად უნდა გაეგზავნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადებით, გაზეთი 1888 წლის 8 მაისს გამოვიდოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა სერგეი მდივანოვის წიგნი „Самоучитель русскаго и грузинскаго языковъ. Словаръ употребителънъйшихъ словъ. ლექსიკონი ფრიად სახმარის სიტყვებისა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოსი პალადი იმერეთის ეპარქიის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის უნდა გადაეწყვიტა, სამეგრელოს რომელ ქალაქში გახსნიდნენ სასულიერო სასწავლებელს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, „Правит. Въстникъ“-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ საცენზერო წესდების 121-ე მუხილის ძალით ქართული გაზეთი „ცისკარი“, რომელიც ივანე კერესელიძის რედაქტორობით გამოდიოდა დაიხურა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო თავდგირიძის ხელმძღვანელობით ფოთში გაიმართა ლატარეა-ალეგრი, რომლის შემოსავალი ქალაქის გამგეობას გადაეცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების გადაწყვეტილებით ილია წინამძღვრიშვილის მიერ შედგენილი წიგნი ვაზის მოშენებაზე ზაქარია ჯორჯაძეს უნდა განეხილა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 5 მაისს სასამართლომ მიხეილ ავალიშვილს საკუთრებაში გადასცა ბორჯომის მამულის ის ტერიტორიები, რომლებსაც ის სარჩელში თავის საკუთრებად მოიხსენიებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიხეილ ყიფიანს 1-ელ მაისს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მისწერა, რომ კარგი იქნებოდა, ვლადიკავკაზში დაარსებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, როგორც ამის შესახებ ყიფიანი იწერებოდა, თუმცა საჭირო არ იყო ამას ოფიციალური ხასიათი მისცემოდა, რადგან ასე საქმე გაიწელებოდა. გამგეობა ყიფიანს ვლადიკავკაზის განყოფილებისთვის თავმჯდომარის, ხაზინადრისა და მდივნის შერჩევას სთხოვდა.

