რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე კიკვაძის მიმართვის საფუძველზე ალექსანდრე ყაზბეგი საზოგადოების საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და სიმონ ისაიას (იესეს) ძე საბაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ტრიფონ შუბლაძე განჯის ქართული სკოლის გამგედ წარადგინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გრიგოლ რცხილაძე საზოგადოების საპატიო წევრად აირჩია.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იასონ იესეს ძე გოგიბერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-დან 1918 წლამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძე საზოგადოების საპატიო წევრად აირჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის მიმართვის საფუძველზე აირჩია საზოგადოების საპატიო წევრად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა გრიგოლ რცხილაძისა და ლუარსაბ ბოცვაძის საზოგადოების საპატიო წევრებად დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამგეობის წევრების დასახელება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა საზოგადოებისა და მთავარი გამგეობის საპატიო წევრად ალექსანდრე ყაზბეგის დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე მასწავლებელთა ჯამაგირი თვეში 400 მანეთით გაზარდა. დღის წესრიგში ჩაინიშნეს სკოლებზე ზრუნვა და მათი პრობლემების შესწავლა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ლუარსაბ ბოცვაძე 10 წლის განმავლობაში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ანა პარკაძის თხოვნა აუტანელი პირობების გამო საგურამოდან ატენის სკოლაში გადაყვანის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის 35 სხდომიდან ივანე მათეს ძე თურქია დაესწრო 17-ს, მიხეილ ივანეს ძე კალანდარიშვილი – 26-ს, კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე – 2-ს, ალექსანდრე გიორგის ძე მაღალაშვილი – 12-ს, რაჟდენ ლევანის (სოლომონის) ძე ნაცვლიშვილი – 17-ს და სერგო ლევანის ძე ღოღაბერიძე – 28-ს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, 100 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობამ 14 სხდომა გამართა და 70 საქმე განიხილეს. ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი დაესწრო 13 სხდომას, ამბროსი ბესარიონის ძე მებურიშვილი – 11-ს, დავით როსაპის ძე მაჭავარიანი – 9-ს, ივანე დიმიტრის ძე კვალიაშვილი – 13-ს, ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი – 7-ს, კირილე ივანეს ძე არველაძე – 5-ს, პარმენ ქველის ძე ჯაფარიძე – 9-ს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ამბროსი ბესარიონის ძე მებურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილება გაიხსნა.1916 წელს მისი თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს დავით როსაპის ძე მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას ნიკო იოსების ძე ლომოურის სახელობის სკოლის დაარსება სურდა, ამ მიზნით 1052 მანეთიც მოაგროვა, მაგრამ თანხის უკმარისობისა და ადგილის უქონლობის გამო განყოფილებამ განზრახვა ვერ განახორციელა.

