რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ტარას დიაჩკოვი დანიშნეს ახალქალაქის მაზრის უფროსად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მიხეილ ნასიძის ახალი წიგნი „ქართველი მწერლები, ვახტანგ მე-VI-ე“, რომელიც დაიბეჭდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში და 3 შაური ღირდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სიმონ არჩილის ძე ტარტარაშვილი სოფელ კახის მამასახლისის არჩილ ტარტარაშვილის შვილი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაწვრილებით დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ და რა სახის დაზიანებები მიიღო ვარძიის მონასტრის წინამძღოლმა მამა კალისტრატემ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 აპრილს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება უნდა გამართულიყო, რომელზეც უნდა განეხილათ საზოგადოების ნამდვილი წევრის, ამბარცუმ ენფიაჯიანცის მოხსენება თამბაქოს თესვისა და მოყვანის შესახებ.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 4 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის რკინიგზის სადგურზე მეისრე ალექსი ივანეს ძე ფორასტაშვილი გაუფრთხილებლობით მატარებლის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კუსრაშვილი დილიჯანს მეჯვრისხევში სოსიკო ილურიძის დუქნის წინ აჩერებდა, ხოლო გორში - გიგო ისაკის ძე ავაქოვისა და არტემ გრიგოლის ძე კაციტაძის დუქნის წინ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კუსრაშვილს გორსა და მეჯვრისხევს შორის მოსახლეობა დილიჯანით გადაჰყავდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ ექიმ გლავაცკისთვის სახელმწიფოს ქონებიდან პენსიის დანიშვნის საკითხი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილს გატეხეს თბილისის მეორე გილდიის ვაჭრის სოლომონ შაფრანოვის მაღაზია, რომელშიც იყიდებოდა სამხედრო ნივთები. მაღაზიიდან წაიღეს 3562 მანეთის ნივთები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ კონსტანტინე ბებუთოვის წინადადება მუშტაიდის მორწყვის თაობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ გამგეობის მოხსენება იმის შესახებ, რომ მამულის დასაფასებელი გადასახადი აღარ აეღოთ ალექსანდრე მელიქოვისგან, რადგან ის სანაცვლოდ მიწას თმობდა ქუჩის გასადიდებლად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გ. ბურჭულაძის ცნობით, ალექსანდრე მერაბოვმა მისივე თხოვნით, ვახტანგ მეფის დროინდელი გეოგრაფიული ქართული ატლასი აჩვენა საერო სკოლების დირექტორ ა. ნ. გრენს, რომელმაც ატლასი აღიარა ძვირფას სამეცნიერო-საგეოგრაფიო განძად.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გ. ბურჭულაძის ცნობით, თელავის წიგნის მაღაზიის მეპატრონე ალექსანდრე მერაბოვს ჰქონდა ვახტანგ მეფის დროინდელი საისტორიო და საგეოგრაფიო განძი, გეოგრაფიული ქართული ატლასი პტოლომეის სისტემისა, ამოჭრილი და დახატული რბილ სპილენძზე. ატლასი შედგებოდა 5 ნაწილისგან, რომელსაც დაწვრილებით აღწერდა ბურჭულაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлисский листок“-ის ცნობით, ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებას განზრახვა ჰქონდა კავკასიაში მისიონერად ლეონიდე ოქროპირიძე გაემწესებინა, რომელიც მალე დაასრულებდა სწავლას კიევის სასულიერო აკადემიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სურამში მცხოვრებ დავით ტერ-ზახაროვს გაუტეხეს დუქანი და რადგან ნამდვილი დამნაშავე ვერ იპოვეს ქურდობა ყარაულს დააბრალეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი ახალციხის მაზრის უფროსი იყო.

