რეგისტრირებული ფაქტები90127
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, „Правит. Въстникъ“-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ საცენზერო წესდების 121-ე მუხილის ძალით ქართული გაზეთი „ცისკარი“, რომელიც ივანე კერესელიძის რედაქტორობით გამოდიოდა დაიხურა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო თავდგირიძის ხელმძღვანელობით ფოთში გაიმართა ლატარეა-ალეგრი, რომლის შემოსავალი ქალაქის გამგეობას გადაეცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების გადაწყვეტილებით ილია წინამძღვრიშვილის მიერ შედგენილი წიგნი ვაზის მოშენებაზე ზაქარია ჯორჯაძეს უნდა განეხილა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 5 მაისს სასამართლომ მიხეილ ავალიშვილს საკუთრებაში გადასცა ბორჯომის მამულის ის ტერიტორიები, რომლებსაც ის სარჩელში თავის საკუთრებად მოიხსენიებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიხეილ ყიფიანს 1-ელ მაისს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მისწერა, რომ კარგი იქნებოდა, ვლადიკავკაზში დაარსებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, როგორც ამის შესახებ ყიფიანი იწერებოდა, თუმცა საჭირო არ იყო ამას ოფიციალური ხასიათი მისცემოდა, რადგან ასე საქმე გაიწელებოდა. გამგეობა ყიფიანს ვლადიკავკაზის განყოფილებისთვის თავმჯდომარის, ხაზინადრისა და მდივნის შერჩევას სთხოვდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი მე-4 კავკასიის რეზერვის (საკადრო) ბატალიონის კაპიტანი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი წმ. ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი დარუბანდის პოლკის კაპიტანი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ კვანჭახაძე წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მახვილაძე წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ნაცვლიშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გალაქტიონ ღოღობერიძე წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ ჩიკოიძე წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით საფაროვი წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ნაცვლიშვილი პოლკოვნიკი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გალაქტიონ ღოღობერიძე პოლკოვნიკი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ ჩიკოიძე ერევნის პოლკის პოლკოვნიკი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით საფაროვი დარუბანდის პოლკის პოლკოვნიკი იყო.

