საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 17 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივნისს გენერალ-ლეიტენანტმა კონსტანტინე მამაცოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ ნიკოლოზ მთავრიშვილს მისწერა, რომ 15 ივნისს წერილთან (N334) ერთად რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გადასაცემი წიგნებიც მიიღო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ან. ბენაშვილმა წიგნი „ქართული ხმები“ ნოტებით გადაწერა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა სოფელ ხელთუბანში მამულს ფლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გამრეკელმა სწავლა დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ჯილდო 25 მანეთი გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ანაზღაურება 300 მანეთი ჰქონდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კაპიტანი ბარტენიევი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევსევი ბაბილუამ დაამთავრა ალექსანდროვის სამოსწავლო ინსტიტუტი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლად შედგენილი წიგნი „ქართული ხმები“, რომელიც ღირდა 1 მან. და 60 კაპ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი მუდმივად ზრუნავდა და ყურადღებას აქცევდა ხელთუბნის სკოლას.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. კალენიჩენკოვის ქმარი იყო პოლკოვნიკი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ სამი წლის წინ დაასრულა გორის სამოსწავლო სემინარია.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კვეზერელი იყო ვაჭარი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ყაზახოვი თელავის მცხოვრები იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იცნობდა, როგორც ძალიან საჭირო ადამიანს სკოლისთვის და თონეთის ახლო-მახლო სოფლებისათვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაგოროვის 12 წლის შვილმა ნიკოლოზ ყაზახოვის 10 წლის შვილი მოკლა კვეზერელის სახლში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაქოს მეორე გილდიის ვაჭარი იყო იოსებ იაგოროვი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ბელევიჩის მეუღლე იყო მაიორი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 15 ივნისის ღამეს მარიამ ბელევიჩი შეუწყნარებელი შინაარსის განცხადებების გაკვრის გამო პოლიციამ დააპატიმრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სტეფანეს მატინოვი იყო თბილისის ქალაქისთავი. იგი რვა წელი მუშაობდა ამ თანამდებობაზე. 1840 წლიდან 1886 წლამდე თბილისს სულ ოცი ქალაქისთავი ჰყავდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ი. დ. თუმანოვი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ დ. თუმანოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.