რეგისტრირებული ფაქტები93141
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ანდრიას ძე მარჯანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, არქიელის გორაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი ბაღით და 1800 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ზურაბის ძე იოსელიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე მდებარე, ორსართულიანი სახლი სარდაფით და 440 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე რუხაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო გიორგის ასულ ყაუხჩიშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი სახლი და 264 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა მამუკას ძე მაღლაფერიძესა და ყარამან მიხეილის ძე კვესელავას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, მესხეთის ქუჩის შესახვევში, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 215 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბუჭუას ძე რუხაძესა და სტეფანე ანდრიას ძე ახობაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე, ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის „კანვაზე საკერი ანბანი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 20 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 მაისს შაჰმა ნასერ ალ-დინმა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და წმინდა ნინოს სასწავლებელი დაათვალიერა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 4 მაისს კავკავში მიმავალმა მამა ლეონიდმა ღამე მლეთის სამრევლო სკოლის დარბაზში გაათენა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ნასერ-ალ-დინის დასახვედრად ემზადებოდნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 მაისს თბილისში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი შაჰს, ნასერ ალ-დინის დახვდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 მაისს თბილისში ჩამოსულ შაჰ ნასერ ალ-დინის თავადაზნაურობა და ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი დახვდნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის მცხოვრებ ღრმად მოხუცებულ ტასია ჯლანტიაშვილისას ახსოვდა ერეკლე მეფის ჯვრისწერა, იგი აცხადებდა, რომ დედოფალს ემსახურებოდა. ტ. ჯლანტიაშვილისა თავისი შთამომავლობის მეხუთე თაობას მოესწრო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სუჯუნას საქალებო სამრევლო სკოლა გუგუშვილის დაარსებული იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხეთაგურს რამდენიმე ადამიანის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცაკა დავარაშვილი ფარჩით მოვაჭრე იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალაყაია სოფ. სუჯუნას ორკლასიანი სკოლის ნორმალურ სკოლად გადაქცევას ცდილობდა.

