რეგისტრირებული ფაქტები88428
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოფიცერი ე. ა. შენინგი კავკასიის სამხედრო სასამართლომ გაამართლა, რის გამოც პროკურორის თანაშემწემ მის წინააღმდეგ თავიდან შეიტანა საჩივარი მთავარ სამხედრო სასამართლოში და თუკი საჩივარს შეიწყნარებდნენ, სასამართლოს მეოთხედ მოუწევდა შენინგის საქმის განხილვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძეს უფლება მისცეს სამეურნეო გაზეთი დაებეჭდა, თუმცა დროებით გადაიდო ეს საქმე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა კავკასიის მთავარ სამმართველოში განცხადება შეიტანა ახალი გაზეთის გამოცემის თაობაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ კვირას ქართულ თეატრში ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის პიესა „ხანუმა“ წარმოადგინეს. სპექტაკლს ბევრი მაყურებელი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „ბედნიერ დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ვოდევილს ერთ მოქმედებად „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა დივერტისმენტს – ლექსებისა და სცენების კითხვას, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი აგრონომი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ხმები დადიოდა, თითქოს მძარცველებს კომპანია ჰქონდათ შექმნილი და აგენტების დახმარებით მოპარულ ცხენებს სხვადასხვა ქვეყნებში გზავნიდა. ისინი ინიღბებოდნენ შავი ქვის მტვრით და მარგანეცზე მომუშავე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ამ საქმეებს არავინ იძიებდა და ყურადღებას არ აქცევდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ორი-სამი ძარცვის შემთხვევა იყო. ადგილობრივ ვაჭარს 500 მანეთი ამოაცალეს, სასტუმროს მდგმურები გაძარცვეს და ვერცხლის ქამარ-ხანჯლები, ძვირფასი ქუდები და ერთი ცხენი წაიყვანეს, თუმცა არავინ იძიებდა ამ ფაქტს და არავის აინტერესებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში გარემოს მოწესრიგება და დასუფთავება მარტივი იყო, როგორც დეპუტატების, ისე მოქალაქეების მხრიდანაც, თუმცა ამისთვის საქმეებს ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რისთვისაც თავს არავინ იწუხებდა.

