საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81414

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36 კრება. აქედან, 30-ის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებებს ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა.

1892

ტიპი: სტატუსი

1892 წელს რაფიელ ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ოლღა გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წელს ნიკოლოზ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: სტატუსი

1894 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს აკაკი წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის მასწავლებლისთვის გამგეობის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ, საზოგადოებისთვის დაბრუნების პირობით, რადგან დროულად ვერ ღებულობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენების განხილვა წინარეხის სკოლის მასწავლებლის ხელფასის თაობაზე შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის, წინარეხის, გომარეთისა და ბათუმის სკოლების მასწავლებელთაგან გამოგზავნილი ცნობები საზოგადოების წლიური ანგარიშისათვის. გამგეობამ დაადგინა, წლიური ანგარიშის შედგენისას ეს ცნობები მხედველობაში მიეღოთ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ლეონ ივანეს ძე კანდელაკი იყო მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს არჩილ იოსების ძე კანდელაკი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის მედიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების 1899 წლის იანვრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. პირველ სახალხო ბიბლიოთეკას შემოუვიდა 58 მან. 60 კაპ., დაიხარჯა 48 მან. 60 კაპ., დარჩა 45 მან. 85 კაპ., II სახალხო ბიბლიოთეკას შემოუვიდა 10 მან. 10 კაპ., დაიხარჯა 25 მან. 10 კაპ., დარჩა 10 მან. გამგეობამ დაადგინა, აღნიშნული ანგარიში ჩაეწერათ საზოგადოების ჟურნალში. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა კავკავის სკოლის სამზრუნველოს წევრად ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი დაამტკიცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივ ელისაბედ როინაშვილს მოწყალების სახით 20 მანეთი გადასცეს.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით ანტონის ძე თოიძე იყო ვარშავის პოლიტექნიკუმის მექანიკის განყოფილების სტუდენტი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ივანე ფიცხელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა კავკავის სკოლის სამზრუნველოს წევრად დაამტკიცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს კავკავის სკოლის დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სკოლის სამზრუნველოს წევრებად ივანე ჩითავიშვილი და ივანე ფიცხელაური დაემტკიცებინათ.