საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81414

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 27 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზპგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე ფიცხელაური ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ხაჯთაღრიცხვას ხელი მოაწერეს ივანე ზურაბიშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და გრიგოლ ყიფშიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის თებერვალში 29.50 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 13 მარტამდე საზოგადოებას 17000.63 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ივანე ელიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ბაქოში ქართული საღამოს ორგანიზატორები საზოგადოებისგან ფულად ანაზღაურებას ითხოვდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხაზინაში 19911.71 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის თებრვალში 25.46 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის თებერვალში ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი კავკავის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შიო დედაბრიშვილს თავის თხზულებებში 24 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მაქსიმე შარაძეს წიგნების ანგარიშში 195.50 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს 300 მანეთი გადაუხადა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ წინარეხის სკოლის მასწავლებელი ხაზინიდან ხელფასს დროულად ვერ ღებულობდა და გამგეობიდან მიეცათ იმ პირობით, რომ ხელფასის აღებისას დაუბრუნებდა საზოგადოებას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, წიგნების ანგარიშისთვის გრიგოლ ჩარკვიანსა და არისტოტელე ქუთათელაძეს ოცდაათ-ოცდაათი მანეთი გადაეცათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 ივნისს ქართული გიმნაზიის მოსწავლე ვარლამ დონდუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობას სთხოვა, ეშუამდგომლა მთავარ გამგეობასთან უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დასანიშნად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს გიორგი ანდრიას ძე ნამორაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაენიშნათ სტიპენდია კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლის დასასრულებლად.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა სპირიდონის ძე გუნცაძემ დაასრულა თემირ-ხან-შურას შვიდკლასიანი რეალური სასწავლებელი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კონსტანტინე ივანეს ძე გუდიაშვილის, ვარლამ დონდუას, კონსტანტინე პეტრეს ძე დემუროვის, ნიკოლოზ გრიგოლის ძე დავითაშვილის, იაკობ გიორგის ძე ელიაშვილისა და მიხეილ გიორგის ძე ზაალიშვილის განცხადებები სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-ლიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებას შემოუვიდა 1466 მან. 89 კაპ., დაიხარჯა 1213 მან. 40 კაპ. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ჭყონია.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნინო გიორგის ასული ზალდასტანიშვილი იყო ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.