საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93112

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტიდან სიმონ ესაძე მსახურობდა საბჭოთა წითელ არმიაში, გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სიმონ ესაძე საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921 წწ.) სიმონ ესაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი, ქართული არმიის არქივისა და მუზეუმის უფროსი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში სიმონ ესაძე თავადაც მონაწილეობდა ვასილ ამაშუკელის ფილმში „ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სიმონ ესაძეს დიდი სურვილი ჰქონდა გადაეღო ფილმი შამილის თანამებრძოლ ჰაჯი მურადზე. მან ბევრი იმუშავა, მოაგროვა უამრავი მასალა, წერდა სცენარს, მაგრამ ამ ფილმის კინემატოგრაფიული ხორცშესხმა ვერ მოხდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, სიმონ ესაძემ კინემატოგრაფიული საზოგადოება „მინერვადან“ მიიღო შემოთავაზება, რომ გადაეღო ომის ამსახველი ქრონიკის ეპიზოდები დასავლეთის ფრონტზე, ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიებზე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს სიმონ ესაძეს სრულმეტრაჟიანი ფილმის „კავკასიის დაპყრობა“ სცენარის დაწერა და კონსულტირება დაევალა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1918 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების უფროსად მსახურობდა. ამავდროულად მუშაობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის აღწერის კომისიის თავმჯდომარედ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს სიმონ ესაძე ქალაქ სტავროპოლსა და თემირხანშურაში საგუბერნიო საარქივო მასალების დასალაგებლად და მოსაწესრიგებლად მიავლინეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 6 დეკემბერს სიმონ ესაძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-1911 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების რედაქტორი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901-1909 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-1901 წლებში სიმონ ესაძე 264-ე ლორეს ქვეით პოლკში მსახურობდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში სიმონ ესაძემ სამხედრო სამსახური 37-ე ეკატერინბურგის ქვეით პოლკში დაიწყო.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს სიმონ ესაძემ კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი დაასრულა პირველი თანრიგით.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ ესაძე დაიბადა 1868 წლის 4 აპრილს ქუთაისის მაზრის ქალაქ ოზურგეთში.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 32 წლის იაშა ლევანის ძე ზაალიშვილი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 39 წლის გრიგოლ გრიგოლის ძე ამილახვარი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 42 წლის სიმონ ალექსანდრეს ძე ამილახვარი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 29 წლის ირაკლი სიმონის ძე ამილახვარი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 32 წლის ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მესხიშვილი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 29 წლის იაკინთე ნიკოლოზის ძე მესხიშვილი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 24 წლის ზაალ ალექსანდრეს ძე ბერბიჭაშვილი.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს მიხეილ საბაშვილი ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ქალაქ ასტრახანში.

1924

ტიპი: განათლება

ალექსანდრე ჩიქავა 1924 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო.