რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 სექტემბერს გორის საოსტატო სემინარიის პედაგოგს კირილე არველაძეს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა. სთხოვეს, თანამდებობის წარმომადგენლისგან საქმე და ქონება სათანადო აქტის შედგენით ჩაებარებინა და მოვალეობის აღსრულებას შედგომოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტრომ იაკობ ღულაძეს მისწერს, რომ 1919 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის თავისუფლად დაქირავებულ მუსიკის მასწავლებლად დაინიშნა ვ. ა. გონსიორსკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
იაკობ ღულაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1919 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მუსიკის მასწავლებლად დაენიშნათ ვ. ა. გონსიორსკი, რომელსაც წლიურ ჯამაგირს, 840 მანეთს, გიმნაზია სპეციალური ხარჯებიდან გადაუხდიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვერსალის კონფერენციაზე ჩრდილოკავკასიელ მთიელ ხალხთა და აზერბაიჯანის დელეგაციები ამერიკის პრეზიდენტმა თომას უილსონმა მიიღო. მან განაცხადა, რომ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოება მეტ-ნაკლებად მსხვილი სახელმწიფოებრივი ერთეულების ფედერაციულ და კონფედერაციულ პრინციპებზე ჩამოყალიბების მომხრე იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ჰაიდარ ბამატოვმა განაცხადა, რომ ამერიკის სენატის მიერ გერმანიასთან საზავო ხელშეკრულების რატიფიცირების გარეშე ვერსალის კონფერენცია ვერ განიხილავდა ვერც აღმოსავლეთ ევროპისა და ვერც აზიის საკითხებს. რატიფიცირებას კი დიდი დრო დასჭირდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთთან ინტერვიუში ჰაიდარ ბამატმა განაცხადა, რომ პარიზიდან კავკასიაში დაბრუნდა ვერსალის კონფერენციის მთიელ დელეგატთა ნაწილთან ერთად, რათა ხალხისთვის გაეცნოთ მუშაობის შედეგები, აეხსნათ, თუ რა ვითარება იყო კონფერენციაზე მთიელთა დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საჭირო იყო ადგილზე გასცნობოდნენ შეცვლილ ვითარებას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გაჯი სანიევი აცხადებს, რომ ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელ ბრძოლაში საქართველო და აზერბაიჯანი უმოქმედო მაყურებლებად არ უნდა დარჩნენ, რადგან მთიელთა დამარცხება მათ თავისუფლებასაც დიდ საფრთხეს უქმნის.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, გ. სანიევმა კავკასიელ მთიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე საუბრისას ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიდრე ჩეჩნეთსა და დაღესტანზე იმამ შამილის გავლენა ვრცელდებოდა, მთიელებს დამოუკიდებელი ცხოვრება და საკუთარი პრიმიტიული სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, რასაც გენერალმა ბარიატინსკიმ ბოლო მოუღო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ დაბეჭდილ ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე აზრს გამოთქვამს ორი რესპონდენტი: გაჯი ქერიმ სანიევი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი სოციალისტთა ფრაქციიდან (პარტია „ჰუმეთი“) და ჰაიდარ ბამატი – მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 აგვისტოს ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი ოთხკლასიანი სასწავლებლის გამგე ვლადიმერ მიხეილის ძე სოსელია მიმართავს განათლების სამინისტროს პროფესიონალურ სასწავლებელთა განყოფილების გამგეს, რომ აუცილებელი გარემოებებით მას უწევს გადმოსვლა თბილისში და სთხოვს დაეხმაროს იქ შესაბამისი სამსახურის შოვნაში.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 25 ივნისს თბილისის სასულიერო სემინარიის, საფრანგეთში ორწლიანი სამეურნეო კურსების და სან-ფრანცისკოს სავტომობილო სკოლის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა დიმიტრი ალექსის ძე დავითაშვილმა განათლების სამინისტროს სამსახურის პოვნაში დახმარება სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ ისიდორეს ძე ნიორაძე მიმართავს თბილისის მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, დაუნიშნოს გამოცდები მესამე კლასში მისაღებად.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 8 ოქტომბერს თბილისის მეექვსე გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსი იოსების ძე ბასიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს სიღარიბს გამო სწავლის გადასახადიდან განთავისუფლება სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 30 აგვისტოს მაკარ ალექსის ძე დინდარიმ და მელქისედეკ ივანეს ძე ქობალავამ თევზაძის სახელობის გიმნაზიას, თავიანთი შვილების, ზინაიდა მაკარის ასულ დინდარისა და ივანე მელქისედეკის ძე ქობალავას მეორე კლასში ჩარიცხვა სთხოვეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 10 მაისს ვლადიმერ დალაქიშვილმა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიიის პედაგოგიურ საბჭოს შვილისთვის ავადმყოფობის გამო გამოცდების გადადება სთხოვა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 21 მარტს ისაკ ივანეს ძე ჩალათაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს თავისი შვილის, არჩილ ისაკის ძე ჩალათაშვილის სასწავლებლის მეორე კლასში ჩარიცხვა სთხოვა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 21 მარტს ვლადიმერ იაკობის ძე გულაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს შვილის, ირაკლი ვლადიმერის ძე გულაშვილის სასწავლებლის პირველ კლასში ჩარიცხვა სთხოვა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.