საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88410

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „ხინჩლას გალაშქრება ქისტებზე“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეული ქალის“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მიხეილის ძე მეუნარგია ევროპიდან სხვა საინტერესო ამბავთან ერთად მხატვარი მიხაი ზიჩისაგან „ვეფხისტყაოსნის“ სურათების შესახებ ნამდვილ ამბავსაც ჩამოიტანდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი და იონა მიხეილის ძე მეუნარგია თბილისში ჩამოდიოდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს დავით მერაბის ძე გამყრელიძე არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ვასილ ალექსის ძე აბაშიძე არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს არისტო ვასილის ძე ქუთათელაძე არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს აკაკი წერეთელი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს მარიამ მიხელის ასული საფაროვისა არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს რაფიელ დავითის ძე ერისთავი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრებაზე ევანგულოვმა განაცხადა, ახალ წესდებაში შეიტანდნენ ცვლილებას, რომ გამგეობის წევრებს წლიური მოგებიდან აღარ აეღოთ დამატებითი შემოსავალი, რადგან მათ ფიქსირებული ანაზღაურება ჰქონდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრებაზე კონსტანტინე ბებუთოვმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრები ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებდნენ და დამატებით წლიური მოგებიდან სარგებელი აღარ უნდა აეღოთ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს გაიმართა საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე ევანგულოვი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლ. ი. ისარლოვმა თბილისის გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ყოველწლიურად გაემართათ ბაზრობა, სადაც სხვადასხვა სოფლის მრეწველები და მოვაჭრეები თავიანთ პროდუქტს წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლ. ი. ისარლოვი ხმოსანი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრებაზე მრჩეველ წევრად კენჭი იყარეს ათაბეგოვმა, იზმაილოვმა, წოვიანოვმა და ივანე შადინოვმა. წოვიანოვმა და შადინოვმა მიიღეს თეთრი კენჭები, დანარჩენებმა – შავი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატია „ნახე ბიჭი“ და „ქართული გაზეთის რედაქციაში (სიზმარი)“, რომლებიც მიმართული იყო გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის წინააღმდეგ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 29 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ირლანდიის ისტორია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს ი. გ. ვაჩნაძემ სიღნაღის სათავადაზნაურო კრებაზე განაცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის გამანაწილებელი კომისიის მიერ შედგენილი სიები სამარცხვინო იყო და დამსწრე წევრებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 28 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მიწათმფლობლობა შოტლანდიისა“.