რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლონდონში თაღლითობის ბრალდებით თვითმარქვია ექიმი მიხეილ ალავერდოვი დააპატიმრეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის მოურავის, მიხეილ თოფურიძის სახლში ათამდე მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც მასპინძელს სცემეს და 800 თუმანი გაიტაცეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ოქტომბერს დაბა ცხინვალის მახლობლად 26 წლის დათა ბეკოშვილმა ფულის გამოძალვის მიზნით 38 წლის დათა ალხაზიშვილი დაჭრა, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 ოქტომბერს გორელმა ნიკოზოლ ხუდადოვმა ნოტარიუს ა. ი. ოლტარაცკის მოტყუებით გამოსძალა 3000 მანეთის ვექსილი. ნოტარიუსის განაცხადის საფუძველზე, თაღლითი გორის პოლიციის მუშაკებმა დააპატიმრეს.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საოლქო სასამართლომ ყალბი ფულის მოჭრაში ბრალდებულ ძმებს, ასკერ და ისმაილ-ჰაჯი-კასუმ-ოღლი ზეინალოვებს, იოსებ კონსტანტინეს ძე სელდიეცკის და სტეფან მიხეილის ძე ვარტ-ბარანოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თავად ვლადიმერ ფალავანდიშვილის საქმე, რომელსაც ცხინვალის ბოქაულის შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მარტვილის წიგნთსაცავის საქმეთა მწარმოებლის გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორის წერილი, რომლითაც ის ლუკა თათეიშვილს სამკითხველოსთვის შეწირული 200 ცალი ქართული წიგნისთვის მადლობას უხდიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს ბრაღოჩინი მღვდელი სილიბისტრო ჩხაიძე მრევლთან შესახვედრად გურიის სოფელ მამათში ჩავიდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის პოლიციის მერვე განყოფილების ზედამხედველმა მახვილაძემ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ძარცვაში ეჭვმიტანილი უზბაშევი შეიპყრო და მეტეხის ციხეში გადაიყვანა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 დეკემბერს ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრემ სვიმონ გოგოლაშვილის რეჟისორობით შილერის ხუთმოქმედებიანი დრამა „ყაჩაღები“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო აბაშიძე ქუთაისში გასტროლებზე მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით ორმოქმედებიანი დრამა „დამონებულნი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით ვალერიან გუნიას სამმოქმედებიანი კომედია „ახირებული სიმამრი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვასილ კირვალიძე ბალახნის საავადმყოფოში იწვა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გრიგოლ დიასამიძე ყოველკვირეული პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „თემი“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე ტყავაძე ყოველდღიური სამეურნეო-სალიტერატურო გაზეთის „ხმა კახეთისა“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.