საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88412

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას მიერ რედაქტორისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ეთნოგრაფიული წერილი „ფშავლები“ თარგმნა დავით კეზელმა (სოსლანმა) და „Новое Обозрьение-ში“ დაბეჭდა. მისი აზრით, წერილი არასწორი შინაარსით იყო თარგმნილი და რედაქტორს ყურადღება უნდა მიექცია ამისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიევი, არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნებიერიძე და სხვ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 22 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის კანონპროექტი ირლანდიის შესახებ“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომელი როზანოვი და მისი უმცროსი თანაშემწე სტუპნიკოვი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდნენ მამულების: ზინდისის, ბუღაურას, ცედანის, ბრილისა და ქემფერის დაყოფის საკითხს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანოვი მთავარმართებლობის განკარგულებით აგარისა და გომის მამულების ერთმანეთისაგან განცალკევების საკითხს უხელმძღვანელებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანოვი მთავარმართებლობის განკარგულებით ხაშურის მამულების ერთმანეთისაგან განცალკევების საკითხს უხელმძღვანელებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქეთხუდოვი მიწისმზომლის უფროსი თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კორინთელი მიწისმზომლის უმცროსი თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფანიევი უმცროსი მიწისმზომელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანოვი მიწისმზომლის უფროსი თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტუპნიკოვი მიწისმზომლის უმცროსი თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე რევაზის ძე რჩეულოვი მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე რევაზის ძე რჩეულოვი, თელავის მაზრის შტატგარეშე თანამშრომელი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ადამ ხმალაძე თბილისის გუბერნიის სასამართლოში შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ფეიზულა ბეგთაბეგოვი თბილისის გუბერნიის სასამართლოში შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფეიზულა ბეგთაბეგოვი პორუჩიკი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ადამი ხმალაძე მილიციის პრაპორშჩიკი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხირსელოვი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. კასუმოვი პირველი გილდიის ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიევი, არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და ალექსანდრე ნებიერიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მიწისმზომლის უფროსი თანაშემწე ქეთხუდოვი სოფელ ზანავის მამულების დაყოფის საქმის დასრულებას ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფანიევი და მისი თანაშემწე კორინთელი მთავარმართებლობის განკარგულებით აზნაურ ჯავრიშვილებს შორის ერთაწმინდასა და სათუხარლოს მამულების დაყოფას უხელმძღვანელებდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომლის უმცროსი თანაშემწეები ფანიევი და კორინთელი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდნენ თარხან-მოურავების ოჯახის შთამომავლებს შორის მამულების: კავთისხევის, ეზატის, ნოსტეს, გუდალეთის, ერთაწმინდის, ორბეთის, ახალქალაქის, გველდესის დაყოფის საკითხს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომლის უფროსი თანაშემწე მანსვეტოვი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდა მამულების: ზემო კოდის, აბანოს, აბისისა და ფცის დაყოფის საკითხს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 21 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მამულის დაზღვევა სეტყვისაგან“.