საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვარში პეტრე უმიკაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ დაწერეს სტატია „ვისრამიანის დაბეჭდვის გამო“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან წერილი და ქართული თეატრალური დასისთვის 1700 მანეთი მიიღო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ საბოლოო რედაქციასა და მის ლექსიკონზე მუშაობა განაგრძო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს სტუდენტები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხაკო მღვდლიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე ესტუმრნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა, მიხაკო მღვდლიშვილმა და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პეტერბურგში, ლიტერატურულ–დრამატულ საღამოზე შემოსული სამი ათასი მანეთი ვასილ მაჩაბელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესანახად გამოატანეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ბროშურად გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის 1884 წლის ანგარიში.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს ჟურნალ „ნობათში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი მუსიკის ნოტები.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ჟურნალ „ნობათში“ ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი მუსიკის ნოტები დაიბეჭდა, რომელიც ჩაწერა რომანოზ ძამსაშვილმა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს მ. ლ. კროპივნიცკი პიესაში „გლიტაი“ ავაზაკ გლიტაის როლს თამაშობდა.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 8 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, 1884 წელს გარდაიცვალა მოსკოვის არქელოგიური საზოგადოების თავმჯდომარე ალექსეი უვაროვი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობები გამოსცა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1890 წლებში სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე მუხ­ლის წმ.გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1890 წლებში მიხეილ ზაქარიას ძე სხირტლაძე იწის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლამდე ლუკა ნიკოლოზის ძე ჩაჩუა სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884 წელს გრიგოლ მელიქიშვილი სტამბას ფლობდა თბილისში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს მელიქიშვილის სტამბაში დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „გიორგი ერისთავის ცხოვრება“.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ნიკო ლომოური გორის ქალთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ნიკო ლომოური გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად მსახურობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ანასტასია თუმანიშვილმა თავის მამულში, ხელთუბანში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით სკოლა გახსნა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1889 წლებში სერაპიონ მოსეს ძე კიკნაველიძე სოფ. დილიკაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1917 წლებში იოსებ იოანეს ძე ჭუმბურიძე სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს საბა აბრამის ძე თვარაძე სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს გიგო დიდიამ სოფელ გულეიკარში სკოლა გახსნა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს გიორგი თუმანიშვილმა დააარსა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.