რეგისტრირებული ფაქტები86994
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელი ყოველთვის თვალცრემლიანი შესთხოვდა ღმერთს დახმარებას, როცაკი ამხანაგებისა თუ მასწავლებლებისგან უსამართლო დამოკიდებულებას გადაეყრებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში თბილისში სწავლის პერიოდში შიო არაგვისპირელი და მისი ძმა, გიორგი საზაფხულო არდადეგებზე მშობლიურ სოფელში ჩადიოდნენ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1884 წლებში 15-16 წლის თედო სახოკია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა იმდროინდელი მოქალაქე რუსეთის იმპერიისა, კანონმორჩილი და ერთგული ქვეშევრდომი იმპერატორ ალექსანდრე მესამისა.
1882
ტიპი: გარდაცვალება
1882 წლის 27 დეკემბერს ოფშკვითის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ სიმონის ძე ნიჟარაძე გარდაიცვალა.
1882
ტიპი: გარდაცვალება
1882 წლის 26 დეკემბერს მიქარწმინდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ლეონტი სოხაძე გარდაიცვალა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლევან მჭედლიშვილს ბათუმის სკოლის დახმარებისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.
1882
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1882 წლის 8 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა წერილობით შეატყობინა ილია ჭავჭავაძეს, რომ არ მოსწონდა გაზეთი „შრომა“, რადგან ძალიან არქაულ სტილში წერდნენ სტატიებს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ იოსებ ბაქრაძე, ეკატერინე გაბაშვილი, გიორგი გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, რაფიელ ერისთავი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ N12-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ ეგნატე იოსელიანი, ნიკო ლომოური, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ნანეიშვილი, თედო ჟორდანია, ნიკოლოზ ქანანოვი და სხვ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ მიხეილ ყიფიანი, გრიგოლ ყიფშიძე, სტეფანე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ხუდადოვი, დიმიტრი ჯანაშვილი და სხვ.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი „ისტორიული კილო“, რომელშიც ავტორი ქართულ პოეზიაში გრიგოლ ორბელიანის მიერ ისტორიული კილოს დამკვიდრების დიდ ღვაწლზე საუბრობდა.
1882
ტიპი: გარდაცვალება
1882 წლის 28 ნოემბერს ძირაგეულის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ერმალოზ გრიგოლის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ქართული მეცნიერული ტერმინების შემმუშავებელი კომისიის კრების საქმიანობაში.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზ. „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების სერგეი მესხისთვის გადაცემის თაობაზე კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა.

