საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ მომზადებული საზოგადოების წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილ საზოგადოების მუშაობის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის განხილვა და შემოწმება ივანე რატიშვილსა და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე მოისმინა მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების წიგნსაცავის კატალოგიზაციის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ფოტოატელიეს გამგემ, ვასილ როინაშვილმა თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, რომელიც 1-ელი თებერვლიდან შეუდგა თანამდებობის შესრულებას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ივანე რატიშვილის მოხსენება სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის მოხსენება გამგეობის წევრობისგან გათავისუფლების თაობაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის პირველი და მეორე სამკითხველოების ხარჯთაღრიცხვა. მარტში პირველი სამკითხველოს შემოსავალი – 3.85 მანეთი, გასავალი კი 27.70 მანეთი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება, რომ გამგეობას მიხეილ თამარაშვილისთვის რომში გაეგზავნა წიგნები საქართველოს ისტორიის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის 7. 50 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება სახალხო-სამასწავლებლო ჟურნალის გამოცემის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს რევიზორ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ბათუმის, ძველი სენაკისა და წინარეხის სკოლების მდგომარეობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება ბათუმში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში რაჟდენ ბარამიძისთვის 1. 84 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ვასილ ედიშერის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილის თხოვნით დაადგინა, რომ გორის სამეურნეო ამხანაგობისთვის გაეხსნათ 100 მანეთის კრედიტი წიგნების საყიდლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის მიმართვა, გამგეობა დახმარებოდა ქართველ მასწავლებელთა საზოგადოებას, რომელიც რუსეთის მასწავლებელთა კავშირის კრებაზე წარმომადგენელს გზავნიდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების განყოფილებათა დაარსების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომში მყოფი მიხეილ თამარაშვილისთვის მის ხელთ არსებული ისტორიული საბუთების გამოგზავნა ეთხოვათ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ვასილ ედიშერის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი მუშაობდა გორის სამეურნეო ამხანაგობის დეპოს მმართველად.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გაბრიელ ეპისკოპოსის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა დახმარების თაობაზე. საზოგადოების გამგეობამ მას უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიხეილ თამარაშვილისთვის რომში 5 მანეთის ღირებულების საზოგადოების გამოცემების გაგზავნა გადაწყვიტეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება წიგნის მაღაზიის გადატანასთან დაკავშირებით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილის მოხსენება 1898 წლის 22 ოქტომბერს წინარეხის სკოლის კურთხევის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.