საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80919

1920

ტიპი: განათლება

1920 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის მაღალი მოსამზადებელი კლასის მოსწავლე იყო ანტონ ვარდანია, ეროვნებით აფხაზი.

1920

ტიპი: განათლება

1920 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის მაღალი მოსამზადებელი კლასის მოსწავლე იყო პორფირი ბუკია, ეროვნებით ქართველი.

1920

ტიპი: განათლება

1920 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის მაღალი მოსამზადებელი კლასის მოსწავლე იყო ნური ბაღაფში, ეროვნებით აფხაზი.

1920

ტიპი: განათლება

1920 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის მაღალი მოსამზადებელი კლასის მოსწავლე იყო კიაზიმ ბაღაფში, ეროვნებით აფხაზი.

1920

ტიპი: განათლება

1920 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის მაღალი მოსამზადებელი კლასის მოსწავლე იყო ვარლამ ბერულავა, ეროვნებით ქართველი.

1920

ტიპი: განათლება

1920 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის მაღალი მოსამზადებელი კლასის მოსწავლე იყო ერმოლე ბახტაძე, ეროვნებით ქართველი.

1920

ტიპი: განათლება

1920 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის მაღალი მოსამზადებელი კლასის მოსწავლე იყო სევერიან ასვანუა, ეროვნებით ქართველი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრის განკარგულებით კერძო წერილებსა და ტელეგრამებზე სამხედრო ცენზურა დაწესდებოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N19 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 8 აგვისტოს საზღვაო სამინისტროს მმართველი ვ. ი. ლებედევი სამსახურიდან გადადგა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N19) სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნ. ნ. ავინოვი დამფუძნებელი კრების არჩევნების საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N19) დაიბეჭდა რაჟდენ ბობოხიას ლექსი „ალ. კერენსკი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული კატო მიქელაძის მიერ გიორგი ზდანოვიჩის დაკრძალვაზე“, რომელიც ეძღვნება ამ საზოგადო მოღვაწის ხსოვნას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პარტიული მტაცებლები“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 დაიბეჭდა შოლია ებრალიძის წერილი რედაქტორის მიმართ, რომელიც იუწყებოდა, რომ გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად საჭამიასერის ქალთა წრის სახელით 29 ივნისს გამართული სეირნობიდან ოც მანეთს უგზავნიდა. 

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ფონდის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ მაგდანა მგელაძემ შესწირა 5 მანეთი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N18) ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ გაზეთის სასარგებლოდ შესწირა 10, მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) N 18 ცნობით, 6 აგვისტოს დასრულდა ქუთაისის ქალაქის არჩევნები, სადაც ქართველი ქალები და მამაკაცები თანასწორი უფლებით გამოვიდნენ სამოქალაქო ასპარეზზე.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა ჯ. ჯორჯიკია, აკაკი ფაღავა და ექიმი ჩხენკელის მეუღლე. მათ მილიციის შედგენილი ოქმით, ბრალი ედებოდათ მილიციის წინააღმდეგ აგიტაციის გაწევაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, გუბერნიას შეატყობინეს, რომ სვირის სადგურის უფროსს, ყიფიანს ბინაზე მიუვარდა უბნის კომისარი ბუიღლიშვილი და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მიაყენა, თან მთელი ოჯახის დატუსაღებით დაემუქრა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცნობილი ავსტრიელი სოციალისტი კრ. ადლერი ფილტვების ანთებით მძიმედ ავად გახდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შრომის მინისტრი სკობელევი ბაქოში ჩამოვიდა, სადგურზე მინისტრმა ყველას, განურჩევლად კლასისა მოუწოდა თავისუფლების დასაცავად მსხვერპლის გაღებისკენ. 7 აგვისტოს თბილისში ჩამოსულ სკობელევს ყვავილებით დახვდნენ და სადგურიდან სახლამდე ჯარი ედგა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყოფილი იმპერატორი, ნიკოლოზ I მთელი მისი სახლობით ქ. ტობოლსკში გადაიყვანეს.