რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 აპრილის „ერთობაში“ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის მშობელთა წრის კომიტეტი მადლობას უხდის კომიტეტის საპატიო წევრებს – მ. დაბრუნდაშვილს, ალ. აღაჯანაშვილს, ი. სულაშვილს, რომლებმაც გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად ფული შეკრიბეს. შემომწირველები: მ. დაბრუნდაშვილი, ს. არაჯანაშვილი, ფ. მოწონელიძე, ნ. გოქაძე, ი. მოწონელიძე, ლ. გვენცაძე, ტ. ჭკუასელი, ს. ქურდაძე, დ. ქიტიაშვილი, გ. გელაშვილი, ი. სულაშვილი, ს. მანჯავიძე, ნ. თოხმოვი, ი. ძნელაძე, ვ. ნიკოლეიშვილი, მ. მესაბლიშვილი, თ. რამიშვილი, ი. ცეცხლაძე, ნ. ანასტასიადი, ს. ტერ-პეტროსოვი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს მეფის მოადგილის სასახლეში კავკასიის მებრძოლი ლაშქრის ჯარისკაცთა დასახმარებლად კოტე ფოცხვერაშვილის მონაწილეობით რუსულ-ქართული კონცერტი გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს სახალხო სახლში ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით პიესა „იმედის დაღუპვა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ვალერიან შალიკაშვილის მიერ თარგმნილი სამმოქმედებიანი დრამა „ზღვასთან“ წარმოადგინა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს არქიმანდრიტმა მაკარ ჯანელიძემ ჭელიშის მონასტერში ახალი სამრეკლოს აშენება დაიწყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ვოდევილი „თაიგული“ წარმოადგინა.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864-66 წლებში იღუმენმა იოსებ ბაქრაძემ შეაკეთა ჭელიშის მონასტრის საწინამძღვრო სახლი, რისთვისაც 100 მანეთი დახარჯა.
1857
ტიპი: ღონისძიება
1857 წელს არქიმანდრიტმა ონიფანტე ნადირაძემ ჭელიშის მონასტრის საწინამძღვრო სახლი შეაკეთა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს არქიმანდრიტმა ნიკიფორემ ნიკორწმინდელ ხელოსნებს, გიორგი კობახიძესა და სეფე ჯავახიძეს, ექვსოთახიანი საწინამძღვრო სახლის აგებისთვის 400 მანეთი გადაუხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ნოემბერს არტისტთა საზაფხულო თეატრში ვასო აბაშიძის ბენეფისზე ნინო ჩხეიძის მონაწილეობით ერთმოქმედებიანი დრამა „ღამე“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე ნიკოლოზ ერისთავი, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი ჟურული, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე გედევანის ძე გომართელი და ს. ფორაქიშვილი სააღმასრულებლო ბიუროს წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე შანშიაშვილმა ახალი ყოველდღიური გაზეთის „საქართველო“ გამოცემა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს კოტე აფხაზი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს დიმიტრი ჩოლოყაშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს ხაზინადრად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს იოსებ გედევანიშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს მდივნად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანისა და სხვ. მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ წარმოადგინეს.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის აგვისტოში ხონის ელენე ბახტაძის ქალთა პროგიმნაზიაში გამოცხადდა მიღება უმცროს და უფროს მოსწავლეთა მოსამზადებელ კურსებზე.
1809
ტიპი: ღონისძიება
1809 წელს სოლომონ II-მ მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია ჯრუჭის მიტროპოლიტ დავით წერეთელს გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ქართულმა დასმა გიორგი იშხნელის, თამარ დავითაშვილის, მარო მდივნის, ნატალია ჯავახიშვილის, ვალერიან შალიკაშვილის, დავით მგალობლიშვილის და სხვ. მონაწილეობით სპექტაკლი „ანტიგონე“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ნოემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავასა და მიხეილ ქორელის რეჟისორობით „სოფლის ექიმი“ და „ხანუმა“ წარმოადგინეს.