რეგისტრირებული ფაქტები89882
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის 20 თებერვლის გაზ.„თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ საქართველოდან მიიღეს ცნობა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების წევრის, ექიმ ივანე გომართელის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ წერს საქართველოში ტუსაღების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ ბოლშევიკებმა ციხეში რეპრესიები გააძლიერეს, ტიფმა შეიწირა პოლიტიკური ტუსაღები. ციხის საავადმყოფოში მძიმე ავად არის დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე კვარაცხელია, ასევე თბილისელი მუშა ბროძელი და ილო მაისურაძე.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 28 იანვარს ბოლშევიკების ციხის საავადმყოფოში გადაიცვალა სეით რაზმაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა „ჩიჩერინის ნოტა და ქართველები“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კომისარი“ ბუდუ მდივანი, რომელიც ჩარიცხულია რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა შორის გენუის კონფერენციაზე დასასწრებად, არ არის საქართველოს წარმომადგენელი, არამედ ბოლშევიკური რუსეთის აგენტია.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა წერილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამ. საზოგადოების დაკეტვა“ – მოკლე ისტორია, მისი საქმეების მიმოხილვა და საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლება როგორ ებრძოდა და აკონტროლებდა. განათლების კომისარიატი დართავდა წიგნის გამოცემის ნებას, მაგრამ ბაგდატიევი, „გრუკავროსტას“ ხელმძღვანელი, კრძალავდა. ასე აკრძალეს ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებისა და „დედა-ენის“ დაბეჭდვა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ლეო ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ის ტიფმა იმსხვერპლა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 18 თებერვალს ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 9 მაისს გაათავისუფლეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 თებერვალს გამართულ ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების ყრილობაზე იაკობ ფანცხავა პრეზიდიუმის წევრი იყო.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 17 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სილიბისტრო ჯიბლაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ჯარების საქართველოზე თავდასხმის წლისთავზე, მთელ საქართველოში გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები. დემონსტრატებმა ბათუმში სცემეს რევკომის თავმჯდომარე გამბარიანცი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგის ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძის თხოვნა. მას სურდა ტრამვაის ქირა თვეში 750 000 მანეთი ყოფილიყო, თუმცა სხდომის დადგენილებით უარი ეთქვა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის გასამრჯელოს გაზრდის საკითხი მიენდოთ პრეზიდიუმისთვის და დასკვნა წარედგინათ გამგეობისთვის. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ წიგნის გამომცემელ საზოგადოება „მერანისთვის“ ეთხოვებინათ წიგნების თაროები გამგეობის მიერ პირველივე მოთხოვნაზე დაბრუნების პირობით. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 თებერვალს გამართГДШ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძეს აღებული ჰქონდა ჰონორარი წიგნის გამოცემისთანავე გარიგებისამებრ 20% და ზედმეტ 20%-ს ითხოვდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის თხოვნა, რომ ცნობა მიეცათ განათლების კომისარიატში წარსადგენად, რათა თავისი წიგნების ჰონორარი აეღო.

