რეგისტრირებული ფაქტები87002
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ფარნაოზ ნათიშვილი იყო გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული სამაგალითო სკოლის მასწავლებელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს შიო მღვიმელი შიო დავითაშვილმა და მისმა მეუღლემ, ქეთევანმა გორში თავისთან საცხოვრებლად დაიტოვეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს შიო დავითაშვილმა და თედო გოლიევმა შიო მღვიმელი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში შეიყვანეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881-1887 წლებში, გორის სამაგალითო სკოლაში სწავლის პერიოდში, ლადო ხმალაძე ძმებთან, დათასა და გოლასთან ერთად ცხოვრობდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლამდე ბარის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია ააგო ბერძენმა ოსტატმა გიორგი ილიანოვმა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს დუტუ მეგრელი კმაყოფილი დარჩა, როცა პანსიონში მიიღეს, რადგან პირველად იგრძნო თავი სხვების თანასწორად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს შიო მღვიმელთან ერთად გორში ჩასულ ძმას, სანდრო ქუჩუკაშვილს, შიო დავითაშვილმა, მისმა ცოლმა ქეთევანმა და ქუჩუკაშვილების მეგობარმა თედო გოლიევმა ურჩიეს, შიო შუამთის მონასტერში არ წაეყვანა, ჯერ თვითონ წასულიყო და გაეგო, იყო თუ არა იქ მისთვის მორჩილის ადგილი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს შიო მღვიმელი გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას ასაკით თანაკლასელებზე დიდი იყო და მხოლოდ მისი ტანმორჩილობა იფარავდა ამხანაგების დაცინვისაგან.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს დავითაშვილების ოჯახში წაკითხული „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ შიო მღვიმელის მიერ წაკითხული პირველი წიგნი იყო დედაენის შემდეგ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გორში ჩასულ სანდრო ქუჩუკაშვილს, შიო დავითავიშვილმა, მისმა ცოლმა ქეთევანმა და ქუჩუკაშვილების მეგობარმა, თედო გოლიევმა, ურჩიეს, არ წაეყვანა შიო შუამთის მონასტერში, თუმცა ვერაფრით შეძლეს სანდროს გადარწმუნება.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს სანდრო ქუჩუკაშვილი შუამთის მონასტერში ჩავიდა შიო მღვიმელისთვის მორჩილის ადგილის დასაბევებლად, მაგრამ იქაურმა ბერებმა ადგილის სიმცირის გამო უარი უთხრეს.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 31 დეკემბერს სოფ. კინჩხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი შიო იოვანეს ძე ქაროსანიძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 25 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლისთვის შენობის დაქირავების, სასწავლო საათების რაოდენობისა და სასწავლო პროგრამის დამტკიცების საკითხები განიხილეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 17 დეკემბერს სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მამუკას ძე კოხრეიძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 15 დეკემბერს სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი სვიმონ მათეს ძე ყიფშიძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ ივანე მაჩაბლის თხოვნა საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.

