რეგისტრირებული ფაქტები86482
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 7 დეკემბერს ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში ჩავიდა და ვიზის საკითხი შალვა მაღლაკელიძესთან ერთად მოაგვარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს საქართველოს განათლების მინისტრი უგზავნის წერილს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს, რომ მესამე კლასის მოსწავლე დიდიმ იაშვილი სწავლის ქირის გადასახადიდან გათავისუფლდეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელმაც განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლად შემოღებული კანონი ეხებოდა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებოდნენ და მომენტს ელოდებდნენ, რომ გადატრიალების გზით თანამდებობები დაეკავებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკაკი ფაღავა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოში ბევრი ისეთი პირი იყო, რომელთაც საქმე საერთოდ არ ჰქონდათ და ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთებზე მიიღო გენერალ-გუბერნატორმა დადგენილება ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივლისს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ თარხანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გაუქმებულიყო გენერალ-გუბერნატორის განკარგულება უცხო და უსაქმური პირების ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რადგან შეუძლებელი იყო ამის გარკვევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ვეშაპელი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა საქართველოში მოემგზავრებიან რუსეთის კრედიტორები, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, დაეცვა წესიერება, რათა რომელიმე ფრაქციას არ დაეწყო გენერალ-გუბერნატორობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გენერალ-გუბერნატორს მკაცრი ზომები უნდა მიეღო უსაფრთხოების მიზნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რაჟდენ არსენიძე, რომელმაც განცხადება გააკეთა გენერალ-გუბერნატორის დადგენილების, „უცხო პირების ქვეყნიდან გაძევების“ შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ნათლად აუხსნა, რომ ეს დადგენილება არ შეეხებოდა მშრომელთა მასას. ძირითადად დადგენილება შეიძლება მძიმედ დაწოლოდა უსაქმურ გენერლებსა და სხვებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, გაიმართა დიდი სალიტერატურო საღამო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ სასარგებლოდ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გალაკტიონ ტაბიძემ, შალვა დადიანმა, ალ. ოჰანეზაშვილმა, ალექსანდრე მაისურაძემ, მ. დევიძემ, ელენე ანდრონიკაშვილმა, დარია ახვლედიანმა, თ. ბერიძემ, იოსებ გრიშაშვილმა, მარიჯანმა, ვ. კირვალიძემ, ივანე საათაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, გ. შინატეხელმა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებს, რომ საქართველოს „გელშტორაგი“ შედგება სამი პიროვნებისგან. თავმჯდომარე არის კარპე მოდებაძე, ხოლო მდივნები ს. ავალიანი და ევგენი დარჩია. მათ ასევე მიჩენილი ჰყავთ ერთგვარი „ეკონომიკური პოლიტკომი“ პელაგეია კედრიაშავას ხელმძღვანელობით, რომლის ხელმოწერის გარეშე ვერცერთი საქმე ვერ გაკეთდება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე საექიმო-სასანიტარო საკითხის გამოსარკვევად კრებამ აირჩია კომისია, რომლის წევრები იყვნენ არტემ კოკიანოვი და გიორგი ჯიღაური.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილების გამგე ვასილ სოკოლოვი, რომელმაც ახლად დაარსებულ ერობას მომავალ ასპარეზზე ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
1918
ტიპი: განათლება
1918 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის რუსული განოფილების მეორე კლასში ირიცხებოდა 20 მოსწავლე: პანფილ ადამიდი, საულ ანიშლევიჩი, მიხეილ ავაზიანი, სარქის არუთინიანი, მიხეილ ბაქრაძე, ალბერტ ბოგატელო, რობერტ ბოგატელო, ანატოლი გამიცკი, მიხეილ გეგეჭკორი, სერგეი გუსოვი, ნიკოლოზ დუცკო, სერგეი დემიდოვი, სერგეი ჟურაკოვსკი, ნიკოლოზ კალოევი, ვსევოლოდ დავროვსკი, ბორის მორიხინი, ვლადიმერ მატვეევი, შალვა მგელაძე, გიორგი ოგანეზოვი, რობერტ რაფალიანცი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა, რომელმაც მიულოცა კრებას საერობო ხმოსანთა ყრილობის გახსნა და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან 6 თვის შესრულება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა პირველ ყრილობაზე კრების თავმჯდომარედ ლევან მამულაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ – ისიდორე სტურუა და მდივნად – ნიკო გვანცელაძე.
1918
ტიპი: განათლება
1918 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის რუსული განოფილების პირველ (ბ) კლასში 25 მოსწავლე ირიცხებოდა: სურენ ამირანიანი, ლევონ ბაგრამიანი, კონსტანტინე ბოლონდინსკი, მსტისლავ ბუტაკოვსკი, ალექსანდრე გურევიჩი, იოანე ჯანიაშვილი, მიხეილ ამიგულაშვილი, შაბათ კაკიტელაშვილი, მიხეილ კარაპეტიანი, ნიკოლოზ მღებრიანცი, შიმონ ფიჩხაძე, აბრამ რიჟინაშვილი, ბენიამინ რიჟინაშვილი, ალექსანდრე რიაბუხა, ევგენი რიაბუხა, კონსტანტინ ოჩკო, ანატოლი სერგიევი, გენადი სკლიროვი, ბორის ხაინდრავა, ბორის ციმბალოვი, ვიქტორ ჩერიკოვი, კონსტანტინე ჩიმინკერილი, ბიძინა აბესაძე, კონსტანტინე დადიანი, მიხეილ მერკულოვი.
1918
ტიპი: განათლება
1918 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის რუსული განოფილების პირველ კლასში ირიცხებოდა 29 მოსწავლე. ესენი იყვნენ: ალექსანდრე აივაზიანი, აბრამ ვოლოხი, ედვარდ კუზანიანცი, აბრამ მინოვიჩი, ალექსი მოზოლევი, აარონ მოშიაშვილი, ალექსანდრე ორლოვი, შალომ ფიჩხაძე, იოსებ პიპინაშვილი, ალექსანდრე სკურიდინი, ივანე სტეპანინი, არამ ტუღუღლელიანი, მოსე ჩიკვაშვილი, სიმონ ალბეგოვი, ალექსანდრე ანიშლევიჩი, ოვანეს აშიანიცი, კონსტანტინე ზორობიევი, გიორგი გურევიჩი, ნიკოლოზ დესნიუკევიჩი, ილია კაკარელაშვილი, ლევინ კაეიმიანი, ბორის კოვალ-სემენენკო, ალექსანდრე კოლოსოვი, ვლადიმერ კონიჩლინი, ვლადიმერ პიპინაშვილი, დავით პიპინაშვილი, სტანისლავ ოკომბეკი, სერგო მხეიძე და ვალენტინ ჩეროკოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ ქართულმა დრამატულმა საზოდადოებამ თბილისში თეატრის ასაღორძინებლად საფუძვლის ჩაყრა მოიწადინა. ამ მიზნით მან ზოგიერთი კერძო პირის მატერიალური დახმარებით გაზაფხულიდან რეჟისორად გ. ჯაბადარი მიიწვია და მას დრამატული ხელოვნების სტუდიის მოწყობა მიანდო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 ოქტომბრის ღამეს კახეთის ქუჩაზე კ. ახვერდოვის ბინიდან ახვერდოვის ვაჟმა, ლევანმა 20. 000 მანეთის საქონელი მოიპარა და მიიმალა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 ოქტომბრის ღამეს პუშკინის ქუჩაზე ჩანჩალაშვილის საგალანტერეინო მაღაზიიდან 20. 000 მანეთის საქონელი მოიპარეს.

