საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85092

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით (N123) თედო ჟორდანია ხონის საოსტატო სემინარიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობის“ ინფორმაციით, მხატვარ დელპესის 1920 წლის ივლისის ბოლოს ფოთში უნდა გაემართა გამოფენა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 114 ბრძანებით აკოფ ფანოსიანცი თბილისის ,,ახალი სკოლის" საზოგადოების გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N122 ბრძანებით აკაკი ნესტორის ძე ფაღავა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 ივლისს, 10 სთ-ზე, სოფ. ქვემო ავჭალაში გაიმართება დიდი მიტინგი, რომელზეც მოხსენებებით გამოვლენ დამფუძნებელი კრების წევრები – სარდიონ თევზაძე და გრიგოლ ცინცაძე, იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N118 ბრძანებით ოლღა მიხეილის ასული მიქელაძისა ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16-22 იანვარს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს აუწყეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში სამსახური მასწავლებელს ეთვლებოდა დროებითი დებულების მე-18 მუხლის თანახმად და ამისთვის არავითარი ცალკე ბრძანება არ იყო საჭირო. ხელს აწერენ დირექტორი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე, მდივანი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვარს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ შუამდგომლობდა ლუბა ფოცხვერიას, რათა მისთვის პენსიისა და ხუთწლეულის დამატებისთვის ჩაეთვალათ რუსეთში, ხონის მარინესა და ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში ნამსახური წლები. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებლის ნაცვალი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 25 ივლისის „ერთობაში“ თბილისში მყოფი კიევის ქართველი სტუდენტობა იუწყება კიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის კურსდამთავრებულების – მირონ ალექსის ძე თოფჩიშვილისა და ივანე ალექსანდრეს ძე ზუბაძის გარდაცვალებას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვარს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ 1908 წლის 27 აგვისტოდან 1912 წლის 19 სექტემბრამდე ლუბა ფოცხვერია მასწავლებლად მუშაობდა ხონის მარინეს სასწავლებელში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვარს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ მასწავლებელი ლუბა ფოცხვერია რუსეთის გარდა საქართველოშიც მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს N86 ბრძანებით აცნობა, რომ გიმნაზიის ლათინური ენის შტატის მასწავლებლად პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე დაამტკიცეს. ამასთანავე მას ნამდვილ სამსახურში ჩაუთვალეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ შუამდგომლობს პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს, რათა მას ყველა ნამსახური წელი ჩაუთვალონ ნამდვილ სამსახურში და დაამტკიცონ ლათინური ენის შტატის მასწავლებლად. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1915 წელს პლატონ აბულაძემ დაიმსახურა პენსია და 1-ლი სექტემბრიდან გაათავისუფლეს სამსახურიდან. იგი მიწვეული იყო ლათინური ენის მასწავლებლად თბილისის ყოფილ ვაჟთა სათავადაზნაურო გიმნაზიაში ახალი სახელწოდებით თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიაში. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე 1895 წლის 1-ლი აგვისტოდან ძველი ენების მასწავლებლად განჯის გიმნაზიაში დანიშნეს. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

1895

ტიპი: განათლება

1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ლათინური ენის მასწავლებელმა პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ 1895 წელს ქ. ნეჟინში დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა პეტრე ბობორიკინის გარდაცვალების ცნობა.

1922

ტიპი: ავტორობა

პეტრე ბობორიკინი იყო ავტორი წიგნისა „რომანის ისტორია ევროპაში“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N86 ბრძანების მიხედვით, თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებელ პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები ჩაუთვალეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 ივლისს ბათუმის შემოერთების აღსანიშნავად თიანეთში გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც გახსნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაპავამ. სიტყვები წარმოთქვეს: თიანეთის სამაზრო ერობის მუშა-მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ შარაშიძემ, სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვ. ჯიბლაძემ, სახალხო გვარდიის წარმომადგენელმა კ. ბრეგვაძემ, ამხ. ჩაჩიბაიამ და ნ. სოზორმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ვასო აბაშიძის იუბილეს აღსანიშნავად რუსთაველის თეატრის დარბაზში გაიმართა ბანკეტი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N86 ბრძანების მიხედვით, პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის ლათინური ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

ვასო აბაშიძის იუბილეზე ბანკეტის თავმჯდომარე იყო შალვა დადიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 ივლისს ახალსენაკში შეხვდნენ ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელებს. მათ მიმართა შტაბის თავმჯდომარე ევტროფი გოგავამ, ერობის სახელით – პ. ქავთარაძემ და ქალაქის თვითმართველობის სახელით – გ. ჯაკობიამ. შემდეგ მოინახულეს აზერბაიჯანის ფრონტზე დაცემული პლ. ხუბუტიას, ქოჩო გუგუშვილისა და ვალიკო გოგოლაშვილის საფლავები. სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდა გვარდიელმა აკაკი კალანდარიშვილმა.