რეგისტრირებული ფაქტები86519
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში საქართველოს მეთამბაქოეთა პირველი ყრილობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ჟურული, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კონსტანტინე ბერეკაშვილი და სეილანოვი. მეორე სხდომა 10 თებერვალს, საბჭოს დარბაზში გაიმართა, მაგრამ დამსწრეთა სიმცირის გამო 22 თებერვლის 10 საათისთვის გადაიდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გერმანელთა მისიის წარმომადგენელი, პროფესორი ცუგმაიერი ბულგარეთში მდგომარეობის გამოსწორებაზე და რუსი გენერალის ალეექსეევის მოქმედებაზე საუბრობდა. იგი აღნიშნავდა, რომ გერმანიის ჯარი მთელი თავისი ძალ-ღონით დაიცავდა საქართველოს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი ატყობინებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს, რომ საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლისგან, ვექილოვისგან მიიღო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფატალი ხან ხოისკის მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხატისოვისთვის გაგზავნილი წერილის ასლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული კონფლიქტის, კერძოდ, 1919 წლის 21 დეკემბერს ზანგიბაზრის რაიონში მაჰმადიანთა წინააღმდეგ დაწყებული საომარი ოპერაციის შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სტატია „სომხეთ-აზებაიჯანის კონფლიქტი (ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენციების მოწვევა)“, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის მიმოწერა ერევანსა და ბაქოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან: ალექსანდრე ხატოსოვთან და ფატალი ხან ხოისკისთან, ასევე მისი დამოკიდებულება ამ კონფლიქტისა და მისი მოგვარების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 1919 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა დეპეშით შეატყობინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჭევანის მაჰმადიანებმა ოპერაციების წარმოება დაიწყეს სომხეთის გოხტანის წინააღმდეგ.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 16 მაისს, 12 საათსა და 25 წუთზე ბერლინში ქირურგთან მიემგზავრემოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა ოპერის სახელმწიფო თეატრის აფიშა. თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი იყო სერგო ივანეს ძე ევლახიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში დასახელდნენ სარედაქციო კომისიის წევრები, რომლებიც მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს დავალებით აირჩნენ: ვასილ რცხილაძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი ბერიშვილი, გ. ყიფიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს თაოსნობით გაიმართა ღვინით მოვაჭრეთა კრება, რომელმაც განიხილა შემოტანილ ღვინოზე ბაჟის აწევა, აქციზის მოსალოდნელი მომატება. კრებამ მატერიალური დახმარება აღუთქვა მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს და ამ დახმარების შესასრულებლად აირჩია კომისია.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 20 მაისს გოგი ქარცივაძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ დედა, თამარ შარაშიძე პენსიაზე აპირებდა გასვლას საშა კანდელაკის დახმარებით.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის ნათესავი იყო ბიკენტი მდივანი, ხოლო მისი მეუღლე – თეკლა მდივანი.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 18 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრიგოლ ალშიბაიამ სასამართლოს დემეტრაშვილისგან მიღებული საბუთები არ აჩვენა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის ნათესავი იყო გიორგი გაბიტაშვილი, ხოლო მისი მეუღლე – ლოლა გაბიტაშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის მამა იყო დიმიტრი ბილანიშვილი, დედა – თამარ ბილანიშვილი, ძმა – გიგა დიმიტრის ძე ბილანიშვილი.

