რეგისტრირებული ფაქტები80102
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ახალი მხატვრული ჟურნალი „პარნასი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში ივანე სარაჯიშვილის ბენეფისისთვის ოპერა „ჰუგენოტები“ უნდა დაედგათ. სარაჯიშვილს რაულის პარტია უნდა შეესრულებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მარტს კავკასიის საარქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაში დანიშნული იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც პოლიევქტოს კარბელაშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ირაკლის დროის ქართლის ტახტის მაძიებელნი“ და ახალი წევრები აერჩიათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორდი ჯორჯ ნატანიელ კერზონი მას ამიერკავკასიაში უნივერსიტეტების გახსნას ულოცავდა და წარმატებას უსურვებდა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სასამართლოს ცოლის მკვლელობისთვის სტოლერმანისთვის უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯა, მაგრამ გაამართლა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
მკვლელობის ჩადენის შემდეგ სახლიდან გამოსულ სტოლერმანს შეხვდა ზ. ფალიაშვილი, რომელსაც მომხდარის შესახებ უამბო.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დირიჟორ სამუელ სტოლერმანს ჩაგრავდა ცოლი ალექსანდრა სტოლერმანისა. მას არ უნდოდა, ქმარს „აბესალომ და ეთერისათვის“ ედირიჟორა, ნაწარმოებს ვირის ოპერას უწოდებდა, სძულდა ქართული მუსიკა. ის ქმარს ფიზიკურად უსწორდებოდა. ესენტუკის პარკში ერთხელ ქოლგითაც კი გამოეკიდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 15 იანვარს სამუელ სტოლერმანმა რევოლვერით მოკლა ცოლი ალექსანდრა სტოლერმანისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს საქართველოს პროფკავშირთა სეკრეტარიატმა მიიღო დადგენილება, სახალხო უნივერსიტეტს ეშუამდგომლა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და სწავლის წლის ბოლომდე გაგრძელებაში დახმარებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 მარტს სახელმწიფო თეატრში ნინა კოშიცის მონაწილეობით „ფაუსტი“ და „ვალპურგის ღამე“ უნდა გამართულიყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში გაიმართა მოლაპარაკება გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძესა და იტალიის სამოქალაქო მისიის ფინანსურ კომისიას შორის. იტალიის მთავრობამ აიღო ვალდებულება, 30 მილიონი იტალიური ლირა გადაეცა გზათა დეპარტამენტისთვის.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სახელოვნებო-სალიტერატურო უპარტიო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობამ ჯავიდან მიიღო შემდეგი შინაარსის დეპეშა: „ოსეთის ყველა სოფლის, გარდა მთის ოსეთისა, წარმომადგენელთა ყრილობა რესპუბლიკის მთავრობას ულოცავს დამოუკიდებლობის აღიარების დიდ აქტს; ყრილობას სწამს, რომ ეს ისტორიული ამბავი შედეგია იმ დემოკრატიული წესწყობილებისა, რომელმაც რესპუბლიკის მცხოვრებნი გადაარჩინა ანარქიას და სამოქალაქო ომს. გაუმარჯოს ნ. ჟორდანიას და მის მთავრობას“. თავმჯდომარე ჯიოევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 მარტს სახელმწიფო თეატრში გალაკტიონ ტაბიძის საღამო უნდა გამართულიყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ, მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს ოლივერ უორდროპს. იგი აღწერდა ბათუმის ოლქში მიმდინარე რთულ მდგომარეობას და საქართველოს რესპუბლიკასთან ავტონომიით შეერთებას მოითხოვდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა გამგე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, რომელმაც აღწერა ის მძიმე გარემო, რომელშიც არჩევნები ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ბათუმში გაიმარჯვა საქართველოს მთლიანობის პრინციპმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ აღიარა სამუსლიმანო საქართველომ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რესპუბლიკის ომებში დაჭრილ-დასახიჩრებულთა კავშირმა საპენსიო წესდების პროექტის შესახებ, რომელიც გენერალ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის თავმჯდომარეობით შექმნილმა საგანგებო კომისიამ შეადგინა თავისი აზრი გამოთქვა. კავშირი, პენსიის სიმცირის გამო, სახელმწიფოსგან სხვა სოციალურ დახმარებასაც მოითხოვდა. ასევე ისეთი პუნქტის შეტანას, რომელიც დაზარალებულებს საზოგადოებაში ადაპტირების საშუალებას მისცემდა.