რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან აცნობეს, რომ დეკემბერში დახოცეს ცნობილი ყაჩაღები: კვარაცხელია, მალაშხია და დარასელია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან აცნობეს, რომ სროლის დროს დაიჭრა ცნობილი ყაჩაღი გოგია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ციხეებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების გამო რესპუბლიკის ციხეთა ინსპექტორმა ივანე იაშვილმა შემდეგი ზომების გატარება გადაწყვიტა: ავადმყოფი პატიმრები ცალკე საკნებში გადაიყვანეს; საპყრობილეებს მიეცათ საჭირო ნივთები - ლეიბები, საცვლები, ფეხსაცმელები და სხვ. ციხეებთან მოეწყო სახელოსნოები, რაც სახელმწიფო ხაზინას სარგებლობას მოუტანდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ციხეთა ინსპექტორი ივანე იაშვილი ქუთაისის გუბერნიაში გაემგზავრა სამაზრო ციხეების დასათვალიერებლად, უკან დაბრუნების შემდეგ კი ადმინისტრაციის ინსპექტორს ციხეების მდგომარეობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარუდგინა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკების გამო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს თბილისში ჩამოსვლის თხოვნის დეპეშა გაუგზავნა საერთო კონფერენციის მოწვევამდე შექმნილი მდგომარეობის გამო სათათბიროდ. გეგეჭკორმა მსგავსი შინაარსის დეპეშა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფათალი ხან ხოისკისაც გაუგზავნა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის იანვარში დუშეთის საგანგებო სამხედრო-საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ტუსაღებს: გრიქულა ისაიანს, შაქრო ლალიაშვილს, ალექსი ვერძელს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის პირველი საკომერციო სასწავლებლის მზრუნველ კომიტეტში სახალხო განათლების წარმომადგენლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორთან ერთად სასამართლო უწყების დაწესებულებები დაიარა და გეგეჭკორი სასამართლო მოხელეებს გააცნო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე სვანეთის მდგომარეობის გამოსასწორებლად სტრატეგიის შეიმუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ ჭიჭინაძემ, ადმინისტრაციის დირექტორმა ს. გეგელაშვილმა, ზემო სვანეთის კომისარმა ეგნეტე გაბლიანმა, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარემ მ. მიქიაშვილმა და ლანჩხუთის ერობის გამგეობის წევრმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 დეკემბერს სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა დაბანაკებული ჯარის ნაწილები მოიარა. ჯარმა, რომლის მეთაური იყო ალექსანდრე გედევანიშვილი, მარშით ჩაიარა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 დეკემბერს გადახდილ პანაშვიდს დაესწრნენ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, სამხედრო სამინისტროს წარმომადგენლები და სხვ. ლეონიდე ოქროპირიძის სიტყვის შემდეგ სამხედრო მინისტრმა შეკრებილებს მიმართა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის დეკემბერში რევოლვერით თავი დაიჭრა ყოფილმა გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საქართველოს მისიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილი სტამბოლში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 დეკემბერს თბილისის პროლეტარიატმა საზეიმოდ გახსნა თავისი სასახლე. ღონისძიებას დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, ასევე თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის სასარგებლოდ გაიმართა დილა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ, სიკო ფაშალიშვილმა, გალაკტიონ ტაბიძემ, კონსტანტინე ჭიჭინაძემ და სხვებმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში კოტე ყიფიანს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 2000 მანეთის ოდენობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 დეკემბერს დიდუბის ეკლესიაში კიტა გიორგის ძე აბაშიძის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბერს გორის საკრებულო დარბაზში გაიამრთა საღამო იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გერმანიაში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი.