რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილს წინანდალში სოლომონ ჩოლოყაშვილმა და გ. წინამძღვრიშვილმა ჩაატარეს კრება, სადაც ისაუბრეს მეღვინე-მევენახეობათა ყრილობის საბჭოს შესახებ. მათ დაარსეს მევენახეობის სარაიონო საბჭო და წარმომადგენლად ვასილ ბერეჟიანი აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს, 12 სთ-ზე ფოთში გაიხსნა ფოთის გარნიზონის ჯარისკაცთა უნივერსიტეტი. გაიმართა ჯარების აღლუმი, რომელიც გენერალმა ართმელიძემ მიიღო.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 24 ივნისს დავით შარაშიძემ ლევილიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის მეუღლეს, ელენე ტუსენ-შარაშიძეს მეორე მცირე ოპერაციაც დასჭირდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ გენ. შტაბის ცნობაში, რომელსაც ბათუმისა და ბათუმის ოლქის განსაკუთრებული კომისრი ბენიამინ ჩხიკვიშვილი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო, რომ 1920 წლის 7 ივლისს ჯარებს ზეიმით შეხვდნენ ბათუმისა და ყველა ადგილობრივთა წარმომადგენლები. გაიმართა ინგლის-საფრანგეთის და ქართული ჯარების გაერთიანებული აღლუმი. 6 ივლისს დაიკავეს სოფ. ქედა და შეცვალეს ინგლისელები. ბათუმში და ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმის ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილი თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობისადმი გაგზავნილ საჩივარში იუწყებოდა, რომ 1918 წლის აპრილიდან სასწავლებლის არმოწყობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მან განთავისუფლების შესახებ სექტემბერში შეიტყო. მას როცა მთავრობამ სასწავლებლის მოსაწყობად თანხა არ მისცა, სხვაგან გადაყვანა ითხოვა.

