საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89432

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კავკასიის არმიის მთავრსარდლის თანაშემწე დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი ჯარების სახელმძღვანელოდ ბორჯომიდან ოზურგეთში წავიდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე ბასეინოვმა სურამის მომრიგებელ სასამართლოს ცეცხლი წაუკიდა და 2000 მანეთი მოიპარა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე ბასეინოვი სურამის მომრიგებელი სასამართლოს მდივანი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 აგვისტოს „დროებაში“ ერმილე ჩხენკელის წერილები დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ღოღაბერიძის თაოსნობით ქუთაისის ბულვარში განათება და დასასხდომი სკამები დადგეს.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ღოღაბერიძე ხმოსანი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის წიგნი „არქეოლოგიური მიზნით მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ სამეცნიერო აკადემიის ხარჯით პეტერბურგში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ პირველი ნაწილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანმა რუსულ ენაზე ლოგიკის სახელმძღვანელო შეადგინა, რომელსაც ექვთიმე ხელაძის სტამბაში აბეჭდინებდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანი ალექსანდროვის სამასწავლებლო ინსტიტუტის მასწავლებელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანმა ქართულ ენაზე „საზოგადო ისტორია“ შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ ხალხური სიმღერების ნოტებზე გადმოწერის შესახებ იაკობ გოგებაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბარაბაშევი სასამართლომ გაამართლა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბარაბაშევმა რევოლვერით მოკლა ალექსი მინასაშვილი.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კაფაფოვი სურამის მომრიგებელი სასამართლოს მოსამართლე იყო.

1878

ტიპი: განათლება

1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორ ივანე კუვშინსკის ქართველი ყმაწვილების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, სასწავლებელში მათი მცირე რაოდენობა ირიცხებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე გრიგორის ძე ბასეინოვმა სურამის მომრიგებელი სასამართლოს დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე გრიგორის ძე ბასეინოვი სურამის მომრიგებელი სასამართლოში მდივნად მუშაობდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში აღალო თუთაევის „ცოლი ვიტირო, თუ ფული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ 45 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, თელავის სასულიერო სასწავლებელში, მ. ცანციევთან, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „ლექსთა კრება“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „ლექსთა კრება“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძე ძველი ქართული წიგნების კატალოგის შედგენას აპირებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ბერიძე თავისი ხელობის განსავითარებლად პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გაგზავნეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 აგვისტოს „დროებაში“ ალექსანდრე შიუკაშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.