რეგისტრირებული ფაქტები80052
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1934
ტიპი: გარდაცვალება
1934 წლის მაისში გარდაიცვალა ს.ს.რ.კ.-ის გაერთიანებული სახელმწიფო-პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე, საკ. კ.პ. (ბ) ც.კ.-ის წევრი ვიაჩესლავ მენჟინსკი.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წელს გიორგი სალუქვაძე პირველად დააპატიმრეს ქ. ოზურგეთში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის საგანგებო კომისიის განკარგულებაში, ნოემბერში კი გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე მენშევიკური მთავრობის დროს ოზურგეთის თვითმმართველობაში მუშაობდა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს დაპატიმრებულ გიორგი სალუქვაძეს ჰყავდა დედა, ევა – 70 წლის, დიასახლისი; დები: ანა, 30 წლის – დიასახლისი; ბარბალე – 27 წლის, მარიამი – 20 წლის; ძმები: დომენტი – მეურნე, დიმიტრი – მეურნე.
1924
ტიპი: ავტორობა
საქმეს თან ერთვის ვ. ჩიტაშვილის დასმენის ორი წერილი. პირველში ის ამტკიცებს, რომ სალუქვაძე გურიის არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მისი ფსევდონიმები იყო „ამირანი“, „გოქაპირი“, „რევაზი“, დასმენის მეორე წერილში ჩიტაშვილი ვანო ცომაიას შეიარაღებული ბანდის წევრად მოიხსენიებს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 9 ივლისს ოზურგეთის მაზრის სოფ. დვაბზუში აგენტ „დინქის” ცნობის საფუძველზე დააკავეს გიორგი სალუქვაძე. სპეცოპერაციის დროს ის ივანე ცომაიასთან ერთად აიყვანეს სიმინდის ყანაში. დაკავებისას მან სამართალდამდცავებს წინააღმდეგობა გაუწია.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლიდან გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე ბათუმის მენშევიკური პარტიის წევრი იყო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ლიტველი ჟურნალისტები – ტარაუსკასი, ფეფნერი, ბელიაკოვი, სურხატიანი, ვართანიანი, შევჩენკო, დუდუჩავა – და ესაუბრნენ უნივერსიტეტის რექტორს, ლევან აღნიაშვილს.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წლის 8 მაისს თბილისის ორგანიზაციის სტალინის სახელობის რაიკომის პლენუმზე რაიკომის ბიუროს წევრობის კანდიდატად დაასახელეს ოგანეზოვი, ხოლო ალექსი ყამარაული გამოიყვანეს რაიკომის შემადგენლობიდან..
1934
ტიპი: ავტორობა
1934 წლის გაზაფხულზე ს. არუთინოვმა თბილისის ორგანიზაციის სტალინის სახელობის რაიკომის პლენუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რაიონის ორგანიზაციებში პარტიული მუშაობის გარდაქმნა ჩატარებულია მხოლოდ ფორმალურად, რეალურად კი პარტიის წევრი ჯერ კიდევ არ დგას პარტორგანიზაციის ყურადღების ცენტრში ისე, როგორც ამას მე-17 პარტყრილობის გადაწყვეტილება მოითხოვს.
1934
ტიპი: თანამდებობა
ს. არუთინოვი 1934 წელს იყო საქართველოს კპ (ბ) თბილისის ორგანიზაციის სტალინის სახელობის რაიკომის მდივანი.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წელს ალექსანდრე ყამარაული ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის კომისრის მოადგილედ მუშაობდა.
1924
ტიპი: მფლობელობა
1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს დაპატიმრებულ ნიკოლოზ კვერნაძეს ჰყავდა დედა მ. ოვანოვა – 50 წლის, დიასახლისი, მცხოვრები აბაშაში; მეუღლე, მარია სიმონის ასული აბდუშელაშვილი – 25 წლის, მოსწავლე, მცხოვრები თბილისში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 იანვარს დაპატიმრებული მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე მეტეხის N2 გამოსასწორებელ სახლში მოათავსეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 15 მაისს განიხილეს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის ძიების საქმე. დადასტურებულად ჩათვალეს მისი, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის სამაზრო კომიტეტის წევრის და აქტიური ა/ს მომუშავის ბრალეულობა და მოითხოვეს კვერნაძის 3 წლით დაპატიმრება იზოლაციის წესით, წინასწარი დაკავების ვადის დაუთქმელად.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის პირველ აპრილს სასამართლომ უპასუხოდ დატოვა ნიკოლოზ კვერნაძის მეუღლის, მარია აბდუშელაშვილის განცხადება, ასევე მწერალთა კავშირის შუამდგომლობა ძიების დაჩქარებისა და კვერნაძის გათავისუფლების შესახებ.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 იანვარს საქართველოს ჩეკას მიერ დაკავებული ნიკოლოზ კვერნაძის არალეგალური საქმიანობის შესახებ ძიებას ჰქონდა მრავალი აგენტურული შეტყობინება; ჩეკამ ასევე მოახერხა დაპატიმრებული დავით ქავთარაძისგან მიეღო დადასტურებული ჩვენება.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს ნიკოლოზ კვერნაძე დაპატიმრების დღეს დაკითხა საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე ბესარიონ მელიქაძემ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის იანვარში ნიკოლოზ კვერნაძის დაპატიმრების გადაწყვეტილება საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწემ, ბესარიონ მელიქაძემ მიიღო.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკოლოზ კვერნაძე 1914-1918 წლებში მუშაობდა ჭიათურაში კავკასიური საზოგადოების მეტაბელედ, შემდეგ – სამტრედიაში, კოოპერატივში; 1916-1917 წლებში სამხედრო სამსახურში იყო; 1917-1924 წლამდე ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას; 1917-1921 წლებში სამტრედიის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარის თანაშემწე იყო; 1924 წელს მუშაობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად.