საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილს დაევალა საადგილმამულო კომისიის დოკუმენტების ჩაბარება და სექციის მოსამსახურეთა შტატების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ: ქონებათა გამგე – გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: რევაზ გაბაშვილი და კოტე მესხი, სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი. სხდომაზე გადაისინჯა კანცელარიის შედგენილი თავადაზნაურობის უძრავო მამულების, ნასყიდობის აქტების, სარგებლიანი ქაღალდების, ვექსილების, ფონდებისა და დეპუტატთა საკრებულოს ინვენტარის სიები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ: ქონებათა გამგე გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: რევაზ გაბაშვილი და კოტე მესხი, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი და ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, პეტრე მამრაძეს, ალექსანდრე ლომთათიძეს, კონსტანტინე შათირიშვილს, კოტე მესხს გაუგზავნა წერილი 28 დეკემბერს სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი მისწერა მიხეილ გრუზინსკის, დიმიტრი ფავლენიშვილს, ვასილ ყიფიანს, გიორგი ლასხიშვილს, რაჟდენ დათეშიძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლების გასანაღდებელ გადასახადის თაობაზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგე გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა პეტრე ქავთარაძეს, რევაზ გაბაშვილს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, გიორგი ლასხიშვილს, კონსტანტინე მესხს, კოტე აფხაზს, კონსტანტინე მაყაშვილს, მიხეილ გრუზინსკისა და მიხეილ მაჩაბელს თავადაზნაურობის ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადაცემის საკითხზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი მისწერა თავადაზნაურებს ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადმოცემის საკითხის თაობაზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ და ისინი სათათბიროდ შემდეგი დღისთვის დაიბარა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიდან ქონების სექციის საქმეში გადმოტანილი ამონაწერის სიზუსტე დაადასტურა დავით ნახუცრიშვილმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ქონების კომისიის გამგეს, გიორგი გვაზავას დაევალა თავადაზნაურობის ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადმოცემის საკითხის მოგვარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, არსებობს მოსაზრება, რომ სახლი, რომელშიც ბესარიონ ჯუგაშვილის ოჯახი ცხოვრობდა, 1920 წელს გორში დიდი მიწისძვრის დროს დაინგრა. 30-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ლიდერმა ლ. ბერიამ სრულიად შემთხვევითი ოროთახიანი ნაგებობა ი. ბ. სტალინის ბავშვობისდროინდელ სახლ-მუზეუმად გამოაცხადა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ზალდასტანიშვილს „კოლეჟსკი სეკრეტარის“ წოდება მიანიჭეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ზალდასტანიშვილი სიღნაღის სამაზრო პოლიციის გამგეობის მეცხრე კლასის მოხელე იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლა დაამთავრა 12 კაცმა, მათ შორის იყო 5 ქართველი: მ. ბარნოვი, გ. ბიაშვილი, მ. ლიჩელი, გ. ყიფიანი და ვ. ციციშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის აგვისტოში გამოვიდა ჟურნალ „ჯეჯილის“ მე-7 და მე-8 ნომრები, რომლებშიც სხვა ნაწარმოებთან ერთად შიო მღვიმელის, დომენტი თომაშვილისა და ვანო ბირკაძის ლექსები იყო დაბეჭდილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით პელაგია მაყაშვილს მადლობა გადაუხადეს დაბა ხონში საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებისთვის.

1898

ტიპი: ღონისძიება

15 აგვისტოს სოფელ აბაშაში ნატალია გაბუნია-ცაგარელის მიერ დადგმული წარმოდგენა გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

15 აგვისტოს სოფელ აბაშაში ელპიდა თოფურიას თაოსნობით სამრევლო-საეკლესიო სკოლის დასახმარებლად წარმოდგენა გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჭალაგანიძის წერილი, რომელშიც ის ნატალია გაბუნია-ცაგარელს სამრევლო-საეკლესიო სკოლის დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის სოფელ მაიდანში მცხოვრებმა ნიკო ქობულიამ მამასახლისს სთხოვა, ეპოვნა და გამოეაშკარევებინა კაცი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პერიოდულად მის სახლს ქვებს უშენდა ხოლმე.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 აგვისტოს მ. საქარელმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ზესტაფონთან ახლოს მდებარე სოფელი საქარა კარგი ბუნებით და უხვი მოსავლით გამოირჩეოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 აგვისტოს მ. საქარელმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ სოფელ საქარაში ქურდებს და ყაჩაღებს ბოლო მოეღოთ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს მ. საქარელმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ უახლოეს მომავალში სოფელ საქარაში სკოლის აშენება იგეგმებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს მ. საქარელმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ზესტაფონში შავ ქვაზე მუშაობის დაიწყება იქაური გლეხებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 აგვისტოს დ. ო. ნიჟარაძის მეთაურობით, ქუთაისის გუბერნიის თავადაზურები ყვირილას სადგურზე მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს მიეგებნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ო. ნიჟარაძეს ქუთაისის საგუბერნიო წინამძღოლის თანამდებობა ეკავა.