რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ხუთმოქმედებიანი პიესა „კოტრი აზნაური“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ეფემია მესხი ასრულებდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუარსაბ ლოლუამ ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუკა ასათიანმა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თხოვნით, მათთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 მაისის „დროების“ ცნობით, სურგუნოვის ინიციატივით, სოლოლაკის 5 ქუჩა გაზით გაანათეს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 4 თებერვალს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 7 თებერვალს შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილს სახლიდან (მატინოვის ქუჩა N6) ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და წირვის შემდეგ იქვე, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა კარბელაშვილი პეტრე გრიგოლის ძე კარბელაშვილის ვაჟი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ და ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილების ძმისწული იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ, ფილიმონ და პეტრე გრიგოლის ძე კარბელაშვილები ძმები იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ანდრო და გიორგი ლევანის ძე ქავთარაძეებმა 100 მანეთი შესწირეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საადგილმამულო კომიტეტის თავმჯდომარე ს. გ. ვეიდენბაუმი თბილისის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს წევრად და საქმეთა მმართველად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტავროპოლის საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ხლოპონინი თბილისის მომრიგებელი სასამართლო პალატის წევრად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლეების თანაშემწეები, ლიგენზევიჩი და კ. მ. შნეიდერი თბილისისა და ზუგდიდის მომრიგებელ მოსამართლეებად დაინიშნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქოელი ინჟინრები, გ. თუმაევი, ი. ადამოვი და ჯ. და პ. აკოპოვები თბილისის ქაღალდის ქარხნის მშენებელი საზოგადოების დამფუძნებლები იყვნენ.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ქვემო ხოდაშნის მამასახლისმა დიმიტრი ბურნაძემ შეიპყრო იმავე სოფლის მკვიდრის, მართა შიუკაშვილის ცხვრის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები – ლევან შიუკაშვილი, დიმიტრი ხმალაძე და ლევან ავბეწვაშვილი, რომლებმაც სასამართლოზე დანაშაული აღიარეს.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატამ მკვლელობაში ეჭვმიტანილების, კასან-ალი-ოღლისა და ბაირამოვის საქმის განხილვა დაიწყო, მაგრამ ვექილ კოროლკოვის სიმთვრალის გამო მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა და პროცესი 11 დეკემბრისთვის გადადო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საბჭოს ხმოსნები ალექსანდრე ბებუთოვი, მ. ს. შესტაკოვი და დამფასებელი კომისიის წევრი ვასილ ჩერქეზიშვილი ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის მოურავმა გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვმა ქალთა საავადმყოფოს დირექტორ ისტამანოვს საბებიო ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესთავაზა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ ონტოფოში ვაჭარ ოტია კორძახიას შეიარაღებული ყაჩაღები დაესხნენ თავს და 400 მანეთი გამოსძალეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურმა გიგა წიკლაურმა და მისმა თანასოფლელებმა ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ალყაში მოიმწყვდიეს და შეიპყრეს, ხოლო ერთი მათგანი, ცნობილი ყაჩაღი ჯინჯალი არაფიაშვილი, ადგილზე მოკლეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღმა ოსია ფარეშას ძე ხარსიევმა და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა მანგია გიგაურის გომური გატეხეს, საიდანაც ერთი ცხენი და ერთი ხარი გაიტაცეს.