საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93101

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს შექმნილ სამხედრო ცენტრში 15 პირი შედიოდა, გენერლები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი და დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრები: ლევან კლიმიაშვილი და სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

1923

ტიპი: თანამდებობა

პოლონეთის ჯარში სამსახურის დროს ზაქარია ბაქრაძეს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის (1923 წ.) სამხედრო წოდება მიენიჭა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს იოსებ გედევანიშვილი ანტისაბჭოური გამოსვლებისათვის დააპატიმრეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს იოსებ გედევანიშვილი „გაერთიანებულ სამხედრო ცენტრში“ შედიოდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში იოსებ გედევანიშვილი სამხედრო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1927 წლებში სიმონ ესაძე სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად მუშაობდა.

1923

ტიპი: განათლება

1923-1924 წლებში, სწავლის დამთავრების და I ქვეით დივიზიაში აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ, ალექსანდრე ზაქარიაძემ სწავლა პოლონეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო სკოლაში განაგრძო.

1923

ტიპი: გარდაცვალება

როსტომ წერეთელი დაიღუპა 1923 წელს, ბოლშევიკური რეჟიმის მხრიდან ქართული არისტოკრატიის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი რეპრესიების დროს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ე.წ. „ტროიკამ“, ყოველგვარი გამოძიება-გასამართლების გარეშე როსტომ მუსხელიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლიდან ალექსანდრე ქონიაშვილი ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლიდან ალექსანდრე ქონიაშვილი პოლონეთის არმიაში ჩაირიცხა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, მთავრობის განკარგულების თანახმად, პირველი დეკემბრიდან გამგეობის თანამშრომელთა ხელფასი 20%-ით გაზრდილიყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ივანე ელიაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან ბუღალტრის ხელფასი 6 500 000 მანეთი გახდებოდა, საქმისმწარმოებელისა – 4 000 000, ბიბლიოთეკარის – 2 500 000 და ბიბლიოთეკარის თანაშემწისა – 2 200 000 მან.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სკოლის ასაშენებელი ფულის შესაგროვებლად ქობულეთის მოსახლეობის მიერ არჩეულმა კომისიამ, რომლის წევრები იყვნენ ს. ირემაშვილი და არ. აბაშიძე, გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა, მაგრამ დაჰპირდა, რომ თუ სკოლა აშენდებოდა, სახელმძღვანელოებს უფასოდ გაუგზავნიდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 28 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, 28 დეკემბერს საზოგადოების მიერ შეცვლილი წესდების პროექტის მოსმენისას დამსწრე წევრებს სთხოვეს აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ მუხლის შესახებ, მოსმენას სარევიზიო კომისის წევრებიც დაესწრნენ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი გარდაიცვალა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის შემოდგომის ბოლოს იუსტინე (ნიკო) შარაშიძე დაატუსაღეს და საშინლად აწამეს გატეხის მიზნით, მაგრამ მტკიცედ დახვდა ჩეკას ჯალათებს. წამებიდან რომ არაფერი გამოუვიდათ, 3 თვე საკანში ჰყავდათ პროვოკატორ სომეხთან ერთად, რომელიც ცდილობდა, რამე დაეტყუა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კარგა ხანი ჰყავდათ ჩეკაში, ბოლოს დაავადმყოფებული საგუბერნიო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი – მეტეხში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 დეკემბერს დაგეგმილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა წევრთა სიმცირის გამო არ გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად მხოლოდ გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია მივიდა, გამგეობიდან კი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.