საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88489

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ბოზარჯიანცი მწეველებს მის ფაბრიკაში წარმოებულ უმაღლესი ხარისხის თამბაქოს სთავაზობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში მყოფი ილია ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტმა ივანე დავითის ძე ლაზარევმა სტუმრად მიიწვია.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვის ბანკში დასაშვებად ვასილ მაჩაბლისა და სანდრო ერისთავის გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილები მიიღო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დარისპან მიქელაძის წერილი „ოზურგეთის დროების კორრესპონდენტს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, თბილისელი პედაგოგი კარლ პოღოსოვი ფრანკფურტის სამეცნიერო საზოგადოებამ საჯარო ლექციების წასაკითხად მიიწვია.

1873

ტიპი: ავტორობა

1773 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „გაკვრა-გამოკვრა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ვლადიმერ მიქელაძის კორესპონდენცია „ქ. ქუთაისი, 7 აგვისტო“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის შესახებ.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შევიდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად რუსულ ბანკებთან მოლაპარაკების იმედი გაუჩნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად რუსულ ბანკებთან მოლაპარაკების იმედი გაუჩნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის სტატია „ორი როშფორის დაკავება“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონი „მიკიბულ-მოკიბულნი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ მგზავრის ფსევდონიმით სოფრომ მგალობლიშვილის კორესპონდენცია „სიღნაღი, 11 აგვისტოს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ თამბაქოს ქარხნის მეპატრონის, ნიკოლოზ ბოზარჯიანცის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად თბილისის უბნებში თამბაქოს რამდენიმე ახალი მაღაზია გაიხსნა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 აგვისტოს მოსკოვში მყოფ ილია ჭავჭავაძეს, უმცროსმა დამ, ელისაბედმა კისლოვოდსკიდან წერილით შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ მიხეილ ხელთუფლიშვილის წერილი „როტუნდა ქ. გორში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ მგზავრის ფსევდონიმით სოფრომ მგალობლიშვილის კორესპონდენცია „სიღნაღი, 26 ივლისს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „გაკვრა-გამოკვრა“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ჩიმიკიანის სომხური თეატრის დასი წარმოდგენების გასამართად გორში გაემგზავრა.

1873

ტიპი: გარდაცვალება

1873 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში ოცი წლის სტუდენტი ნიკოლოზ ზედგინიძე გარდაიცვალა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არც ერთ ბანკში უშვებდნენ და რომელიმე ბანკში პრაქტიკის გასავლელად შუამავლის მოძებნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ საბანკო საქმის შესწავლა შეფერხებებით უხდებოდა და ფულის გაგზავნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გიორგი ჭალადიდელის ფელეტონი „ცივ-ცივი ამბები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „საბჭო: ერი ჰააა!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გურგენ ჟღენტის კორესპონდენცია „ოზურგეთი, 24 ივლისს“ გამოქვეყნდა.