საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ფარნაოზ ყარალაშვილი საქართველოს წითელი არმიის პოლკის უფროსის თანაშემწე იყო.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა გენერალ-მაიორ იერემია არწრუნის სააპელაციო სარჩელი, რომელიც ნიკოლაოზ გაბროვს 1000 მანეთს ედავებოდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის ცნობით, ფარნაოზ ყარალაშვილი ოფიცერი იყო.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით, ფარნაოზ ყარალაშვილი ყოფილი აზნაური იყო.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 24 წლის ფარნაოზ ყარალაშვილი დახვრიტა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს როსტომ მუსხელიშვილი სამხედრო ცენტრთან თანამშრობლობდა და მას საიდუმლო ცნობებს აწვდიდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს როსტომ მუსხელიშვილი საქართველის დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 მარტს ერასტო ქირია, ილარიონ ბალიშვილი, პეტრე აკობია, სილონ წურწუმია და სანდრო მინჯია დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია და ლადო მეტრეველი ბათუმისთვის იბრძოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს ერასტო ქირია, ილარიონ ბალიშვილი, პეტრე აკობია, სილონ წურწუმია და სანდრო მინჯია ბათუმისთვის იბრძოდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 მარტს მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია და ლადო მეტრეველი დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბათუმის ბრძოლის მონაწილე, წყალტუბოს რაიონის სოფ. მაღლაკის მცხოვრები სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი 1901 წელს დაიბადა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს მიტო ჩიკვაიძე სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს კუკური ზარანდია სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს ლადო მეტრეველი სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 მარტს შოთა ვადაჭკორია, სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი და თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს შოთა ვადაჭკორია, სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი და თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე ბათუმისთვის იბრძოდნენ.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის ცნობით, როსტომ მუსხელიშვილი იყო გენერალური შტაბის ყოფილი პოლკოვნიკი.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის მონაცემებით, როსტომ მუსხელიშვილი იყო ყოფილი აზნაური.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 35 წლის როსტომ მუსხელიშვილი დახვრიტა.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი ილარიონი წერა-კითხვის მცოდნე კაცი იყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს შიო მღვიმელი დაიბადა შიოობა დღეს და მას იმიტომაც დაარქვეს შიო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე ვლადიმერ ხურციძე გლეხკომის თანამშრომელი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში აჯანყებულებთან შეტაკებისას 42 წლის ვლადიმერ ხურციძე დაიღუპა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 20 ივნისს თბილისში სტუმრად ჩამოსული დიდი თავადი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი და კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც ეგზარქოსმა ევსევიმ მათ პატივსაცემად წირვა აღავლინა.