რეგისტრირებული ფაქტები91857
სორტირება თარიღი კლებადობით
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს იაკობ გოგებაშვილი არ დაელოდა სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შედეგებს და სემინარია თავად დატოვა.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს სასულიერო სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შემდეგ სემინარიის რექტორი გადააყენეს და მის ნაცვლად კუშინსკი დანიშნეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1874
ტიპი: ნასამართლეობა
1874 წელს დავით კეზელს, ალექსანდრე მაჭარაშვილს და სტეფანე ჭრელაშვილს, რომლებიც საკადრისად არ მიესალმნენ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
1873
ტიპი: ავტორობა
1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ დეკანოზ დავით ღამბაშიძის „წიგნი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს იმერეთში მაღალი წოდების სასულიერო პირები აღსარებითი სიებისა და მეტრიკების სანაცვლოდ სასოფლო მღვდლებისგან ფულადი გასამრჯელოს გადახდას მოითხოვდნენ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკას ასამდე მკითხველი ჰყავდა.
1873
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1873 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანი იყო ალექსანდრე ორბელიანის ცოლი.

